ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
# 14 ნინო ბურჯანაძე - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“
# 14 ნინო ბურჯანაძე -  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

 

დაბადების თარიღი - 1964 წლის 16 ივლისი

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

განათლება

1981
. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

1986 . - ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურა

საპარლამენტო გამოცდილება:

1995-2008 წწ. - საქართველოს პარლამენტის წევრი

1995-98 წწ. - საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის

თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1998-99 წწ.- ამავე კომიტეტის თავმჯდომარე

2000-2001 წწ. - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

2001 წლის ნოემბრიდან - 2004 წლის აპრილამდე - საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე

2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

2007
წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

2004 -2008 წწ. - საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე

საერთაშორისო გამოცდილება:


2000-2008 წწ. - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი

2001 -2008 წწ. - შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

1999-2002 წწ. - ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე

1998-2000 წწ. - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებელი

პროფესიული გამოცდილება:


1991 . - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი

1992-95 წწ. - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი

1991-92 წწ - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი.

2008 წ. ივლისიდან - დეკემბრამდე - „დემოკრატიული განვითარების ფონდის“ პრეზიდენტი

2008 წლის დეკემბრიდან - პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე. იგი დღემდე იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. 2010 წლის 25 ნოემბერს, ნ. ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტიური მონაწილეობით, დაფუძნდა „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“. 2011 წლის 21-26 მაისს „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივით, თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი სახალხო გამოსვლები ჩატარდა.

2013 წლის 27 ოქტომბრის
არჩევნებში „სახალხო კრებამ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ნინო ბურჯანაძე წამოაყენეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

გამოქვეყნებული ნაშრომები

გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია "ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივი საკითხები".

ჰობი

ყვავილები, სამთო-სათხილამურო სპორტი.

ნინო ბურჯანაძის წინა საარჩევნო შეხვედრების განრიგი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30