ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
# 12 ნესტან კირთაძე - საინიციატივო ჯგუფი: ანა რეხვიაშვილი, გივი რობაქიძე, ვახუშტი ფარცვანია, გიორგი მესხიძე, მინდია ბერეკაშვილი.
# 12 ნესტან კირთაძე - საინიციატივო ჯგუფი: ანა რეხვიაშვილი, გივი რობაქიძე, ვახუშტი ფარცვანია, გიორგი მესხიძე, მინდია ბერეკაშვილი.
პოლიტიკოსი, დიპლომატი და მეცნიერი.

ორგზის საქართველოს პარლამენტის წევრი;

საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების ერთ-ერთი აქტიური ლიდერი.

ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" (EUGAO) პრეზიდენტი.www.gaohouse.org.ge პრეზიდენტი

პოლიტიკოსი ნესტან კირთაძე - მუდამ ხალხთან და ხალხის ინტერესების გამომხატველი და დამცველი; საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი; სოციალური წონასწორობის აღდგენისა და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი; მრავალი პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.

მისი მთავარი მიზანია განხორციელდეს პრინციპი:
ხალხისგან მომდინარე ხელისუფლება - ხალხისთვის;
ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება - ხალხისავე ინტერესებისთვის;
დემოკრატია - ხალხისთვის.

დიპლომატი ნესტან კირთაძე - აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო დიპლომატიაში;

ბოლო 20 წლის მანძილზე წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი რანგის დიპლომატიურ შეხვედრებზე, როგორც სახელმწიფოთა მეთაურებთან და მათ კაბინეტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა: გაეროს გენერალურ მდივანთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, აშშ-ის სახლემწიფო მდივანთან, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ქვეყნების ეროვნული პარლამენტებისა და მთავრობის წევრებთან.

მუდმივად იცავს დიალოგისა და მედიაციის აუცილებლობას, იგი დარწმუნებულია, რომ პოსტ ომისა და კონფლიქტების საქართველოს სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სამშვიდობო პროცესი მოგვარებადია მხოლოდ მშვიდობიანი გზის ერთადერთობის, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით, ხოლო კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართების სტრატეგია, უწინარეს ყოვლისა, ხალხებს შორის ნდობის აღდგენისკენ უნდა იყოს მიმართული და უკავშირდება მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-აკადემიური პროექტების განხორციელებას.

ნესტან კირთაძე არის ავტორი და ინიციატორი ახალი სამშვიდობო, ალტერნატიული პლატფორმისა, რომელმაც უკვე მოიპოვა ფართო ინტერესი და აღიარება საერთაშორისო არენაზე (პარიზი, ბერლინი, ბრეიუსელი); მოსკოვში, ნესტან კირთაძის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ სამშვიდობო პროცესს, ინიციატივებსა და პლატფორმას შეხვდნენ გაგებითა და დიდი ინტერესით (ივლისი-დეკემებრი 2012); ახალი სამშვიდობო ინიციატივა და ალტერნატიული პლატფორმა გასაცნობად გაეგზავნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ლიდერებს.

„ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის“ (EUGAO) სახელით, ნესტან კირთაძემ, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კოალიციური უმრავლესობის პოლიტიკურ ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, რათა საქართველოს კონსტიტუციაში და კერძოდ, მის პრეამბულაში ჩაიწეროს ახალი აბზაცი და დეფინიცია „მუდმივი მშვიდობის შესახებ“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად მიიჩნევს მხოლოდ მშვიდობიან, პოლიტიკურ-სამართლებრივ გზას და მიმართული იქნება ჩვენი ნათესავი ხალხების, აფხაზებისა და ოსებისთვის, მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად.

ნესტან კირთაძე მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესის განვითარება უნდა განხორციელდეს როგორც პირდაპირი, კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივების, ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და აკადემიური სისტემური პროექტების განხორციელების, ალტერნატიული ფორმატების გახსნისა და პირდაპირი დიალოგის შეუქცევადი პროცესის გზით; აგრეთვე, სტაბილურობისა და საერთო მშვიდობის მიღწევის საუკეთესო გზად მიაჩნია დემოკრატიული პროცესებისა და, ზოგადად, ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარება რეგიონში, ვინაიდან მხოლოდ ორივე სტრატეგიული მიმართულების ერთობლიობა არის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და თანმიმდვერული განვითარების გასაღები.

ნესტან კირთაძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები“

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე - „საქართველოს ეროვნულ-განმაავისუფლებელი ბრძოლის ისტორია“

მრავალი საყოველთაოდ ცნობილი მონოგრაფიის, წიგნისა და პუბლიცისტური შრომების ავტორი, მათ შორის გახმაურებული გამოცემებისა - „1924 წლის აჯანყება საქართველოში“, „კაენ, სად არის ძმა შენი!“, „საქათველო და ევროპა“ და სხვა...

პროფესორ დიმიტრი შველიძესთან ერთად გამოსცა წიგნი - „ეროვნული იდეოლოგიის ორიენტირები“, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

- თავისუფლება;

- ეკონომიკური აღორძინება;

- ერთიანობა;

- ევროპეიზმი.

ნესტან კირთაძე არის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი საუკუნის ტრილოგიისა - „ნათელი ქრისტესი. საქართველო“, რომელიც მთელს მსოფლიოში აღიარებული ქართული გამოცემაა და პრეზენტაციებისათვის მიპატიჟებულია მსოფლიო კულტურის ცენტრებში - პარიზი, მოსკოვი, ნიუ-იორკი, ტოკიო, იერუსალიმი.

ნესტან კირთაძეს ჰყავს მეუღლე, ზურაბ რეხვიაშვილი, ქალიშვილი ანა და შვილიშვილი, თემო ალექსიძე.


ნესტან კირთაძის წინა საარჩევნო შეხვედრების განრიგი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30