ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №39/2013 ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უ
2013 წლის 8 ოქტომბერი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში შეჰყავთ ის ამომრჩევლები (მათ შორის ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები), რომლებიც კენჭისყრის დღისათვის იქნებიან დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – „იზოლატორი“) მოთავსებული.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ პირთა სიას, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (23 ოქტომბერი) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო (შემდგომში - მთავარი სამმართველო). ამ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, რაც დასტურდება სიაზე მისი ხელმოწერით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება № 43/2013 - ვებგვერდი, 15.09.2013წ.

მუხლი 3
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მიერ მოწოდებული სიის გათვალისწინებით, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (24 ოქტომბერი) ადგენენ და განკარგულებით ამტკიცებენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და გადასცემენ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. სიაში შეყვანილი ამომრჩევლების გასწვრივ, შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა (იმყოფება იზოლატორში/იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში) და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება № 43/2013 - ვებგვერდი, 15.09.2013წ.

მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლები შედიან იმ საუბნო საარჩევნო კომისიის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რომლის საზღვრებშიც არის მოქცეული იზოლატორის შენობები. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მათი სიაში შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები ხმას აძლევენ შესაბამისი საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.

მუხლი 5
ეთხოვოს მთავარ სამმართველოს, უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები პირების დაშვება იზოლატორებში და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება № 43/2013 - ვებგვერდი, 15.09.2013წ.

მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენადარული დღის ვადაში.

მუხლი 7
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31