ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №44/2013 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
2013 წლის 16 ოქტომბერი

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რეგისტრატორები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებში და მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურები.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიებში არსებული ხელმოწერების ჯამური რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის დროს ეცნობება იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელზეც მიმაგრებულია აღნიშნული გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი.

მუხლი 2

სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისათვის კენჭისყრის შენობაში:

ა) ყოველი 1500 ამომრჩევლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული არანაკლებ ერთი კაბინა;

ბ) უნდა იყოს გათვალისწინებული ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები - სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 1000 ამომრჩევლისათვის.

მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31