ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №45/2013 „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
2013 წლის 16 ოქტომბერი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2012, 010240020.15.008.016060)

შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე”.

3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31