ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საარჩევნო სუბიექტების ვალდებულებები საარჩევნო ფონდის გახსნასთან და ფინანსური ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით
06 ოქტომბერი, 2013 წ.
გენერალური აუდიტორის ბრძანების  „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“. საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში:

• ცესკოში რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც გააჩნია პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან აუდიტის სამსახურს 3 კვირაში ერთხელ წარუდგინოს ფინანსური ანგარიში შემდეგი გრაფიკით:

o მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია - 25 ივლისს;
o 22 ივლისისდან 11 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაცია - 14 აგვისტოს;
o 12 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 4 სექტემბერს;
o 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 25 სექტემბერს;
o 23 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 16 ოქტომბერს;
o 14 ოქტომრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 30 ოქტომბერს.

• საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია გახსნას საარჩევნო კაპმანიის ფონდი. დაუშვებელია ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა;

• საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას დაუშვებელია ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება;

• საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას:

o პარტიის მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;
o ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.

• საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე გაღებული ხარჯები და მიღებული შემოსავლები უნდა აისახოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს N142/37 ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა N3-ში და ფორმა N5-ში. საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, უზრუნველყოფს ფორმა N2-ის და ფორმა N4-ის კორექტირებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31