ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება - 2013-09-24
06 ოქტომბერი, 2013 წ.
პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ "ტელეიმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა 1 სექტემბრის მდგომარეობით „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, სადაც მითითებულია მხოლოდ 1 ოფისის იჯარა, მაშინ, როდესაც მათ ვებ-გვერდზე განთავსებული იყო დეტალური ინფორმაცია 9 ოფისის შესახებ, (PDF ვერსია). ჩვენ დამატებით, წერილობითაც მივმართეთ და მოვითხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ დღმდე მათგან ვერ მივიღეთ სრული პასუხი.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ნინო ბურჯანაძის მიერ თითქმის ყველა რაიონში იხსნებოდა და იხსნება ოფისები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციებს ვიღებთ საინფორმაციო საშუალებებით. მაგალითად:

ბათუმის რაიონული ოფისი და საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა ა.წ. 10 ივლისს, გორის ოფისი - 31 ივლისს, გარდაბნის ოფისი - 4 აგვისტოს და ა.შ. ინფორმაცია ამ ოფისების შესახებ აუდიტის სამსახურში არ არის წარმოდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ დაიწყო შემოვლა, რა დროსაც აღმოჩნდა (ეს ფაქტი ფოტომასალითაც დადასტურებულია), რომ ფაქტობრივად გახსნილია 90-მდე ოფისი, ხოლო პარტიის მიერ 13 სექტემბრის მდგომარეობით დეკლარირებული იქნა მხოლოდ 19 ოფისი.

ამის შემდეგ, მონიტორინგის სამსახურის მიერ 13 სექტემბრიდან დაიწყო გამოკითხვების ჩატარება და მხოლოდ სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ პარტიის მიერ დეკლარირებული ოფისების რაოდენობა გაიზარდა 72-მდე, როგორც არაფულადი შემოწირულება და წარმოდგენილ იქნა მათი შესაბამისი ღირებულებები.

ხოლო დამატებით, ჩვენ მიერ აღმოჩენილ ოფისებზე მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს პარტიის მიერ დამალული ოფისების საბაზრო ღირებულება, პარტიის მიერ გაღებული ხარჯის დადგენის მიზნით.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სახის ინფორმაცია წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, - (იხ. სრულად) მაგალითისთვის წარმოგიდგენთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეკლარაციის ფორმებს. სწორედ აღნიშნულის გამო არ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის მიერ ნახსენები თეთრიწყაროს შემთხვევაზე რეაგირება, რომლის შესახებ მესაკუთრეს ოფიციალურად ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ხოლო გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ოფისი ასახულია წარმოდგენილ დეკლარაციაში.

აქვე დავძენთ, რომ არცერთი პიროვნება და კანდიდატი არ დგას და არ უნდა თვლიდეს თავს კანონზე მაღლა!

ასევე მცდარია ინფორმაცია, თითქოს მონიტორინგის სამსახური მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს საკითხის შესწავლას. ჩვენ მიერ ხორციელდება ყველა საკითხის შესწავლა და ყველა ფაქტზე მოხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ამ ეტაპზე უკვე დაჯარიმებულია 5 პოლიტიკური პარტია.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა, რათა არ მოხდეს პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენება.

ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები, რათა იძულებული არ გავხდეთ გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები, რადგანაც ჩვენი მიზანია არა ვინმეს დაჯარიმება, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალე და თანაბარ პირობებში წარმართვა.

http://sao.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31