ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №147/37 საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
06 ოქტომბერი, 2013 წ.
2013 წლის 22 ივლისი

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 54-ე, 55-ე და 57-ე მუხლების, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 და 322 მუხლების, 341 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ყველა პარტია, რომელსაც გააჩნია საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება, ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან 3 კვირაში ერთხელ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ფინანსური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებით დამტკიცებული ფორმით.

მუხლი 2
საარჩევნო სუბიექტისთვის სავალდებულოა საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.

მუხლი 3
საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას:

1. პარტიის მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.

მუხლი 4
საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში იხსნება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება“ უფლებამოსილია საარჩევნო, კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მისი მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი.

მუხლი 5
საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის საბანკო ანგარიშის შესახებ (რეკვიზიტები), რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება, აგრეთვე აცნობოს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები.

მუხლი 6
ახალი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება უფლებამოსილია, მის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გადაიტანოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე მისი გახსნიდან 3 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, პარტიის ყველა სხვა ანგარიშზე ტრანზაქციების განხორციელება ჩერდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-დან მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხები. ასეთი დაფინანსების მქონე პარტიებმა, დაფინანსების ფონდის ანგარიშზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, ყოველი თვის 12 რიცხვამდე უნდა აცნობონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება პარტიის სახელზე არსებულ ანგარიშზე, რომელზეც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხების ჩარიცხვის გარდა, სხვა ტრანზაქციების განხორციელება შეჩერებულია.

მუხლი 7
საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას საარჩევნო სუბიექტის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისი ფონდის გახსნის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან.

მუხლი 8
საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე მიღებული შემოსავლები, აგრეთვე საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად საარჩევნო სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე გაღებული ხარჯები უნდა აისახოს „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №3-ში და ფორმა №5-ში. საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, უზრუნველყოფს ფორმა №2-ის და ფორმა №4-ის კორექტირებას.

მუხლი 9
საარჩევნო სუბიექტის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადაც დადგება საარჩევნო სუბიექტის ფონდის ფორმირების შემდეგ, უნდა დაიფაროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ფონდის სახსრებიდან.

მუხლი 10
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ამავე ანგარიშზე ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრები განათავსოს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშზე, მათი შემდგომი განკარგვის მიზნით.

მუხლი 11
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31