ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გენერალური აუდიტორის ბრძანება №126/37 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
06 ოქტომბერი, 2013 წ.
2012 წლის 20 ივლისი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის, 341 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) ვალდებულია საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების წესი არ ვრცელდება პარტიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე შესაბამისი ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, სამივლინებო თანხები) გაცემაზე, აგრეთვე თუ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება ერთი უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე არ აღემატება 1,000 ლარს.

3. პარტია ვალდებულია მისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ განახორციელოს აღნიშნული ოპერაცია. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიწოდებულ ინფორმაციას.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი.

5. ინფორმაციის შინაარსი, რომელიც ამ ბრძანების მე-2-მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა ეცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად. ამ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფორმით – ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info–cpu@sao.ge , რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. თუ ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი ფორმით, მაშინ შეტყობინების ჩაბარებად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კორესპონდენციის მიღება. ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიღება დასტურდება შ ესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას შეტყობინება ჩ აბარებულად ითვლება.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ . ბეჟაშვილი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31