ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წინასაარჩევნო კამპანიის 2- თვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგები - 09.09.2013
06 ოქტომბერი, 2013 წ.
2013 წლის 1 ივლისიდან 9 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში სულ განხორციელებულია 2,372,907.59 ლარის შემოწირულება, კერძოდ:

მპგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

1,456,560.99

 

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება

„თავისუფალი დემოკრატები"

315,077.59

 

 

პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა

-ერთიანი საქართველო"

223,873.00

 

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

148,920.00

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი"

141,136.41

 

 

საქართველოს კონსერვატიული პარტია

79,995.00

 

 

სხვა პარტიები

7,344.60

 

 


მონიტორინგის სამსახური ამზადებს მასალებს აღნიშნული შემოწირულებების შესასწავლად და სასამართლოს წესით შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოსათხოვად.


ამასთან, პოლიტიკური პარტიების მიერ 3-კვირიანი დეკლარაციებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა რამდენიმე დარღვევა, რომელთაგან საყურადღებოა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების
გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევა, რომელთა მიხედვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია, საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით. ამასთან, პარტია ვალდებულია, თავისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ განახორციელოს აღნიშნული ოპერაცია. კერძოდ:


1.„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - გაურკვეველი დანიშნულებით ბანკომატიდან არის განაღდებული თანხა, რომლის შესახებაც კანონის მოთხოვნების დარღვევით ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის სამსახურში.


2.„ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - 2013 წლის 8 ივლისს სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია 10500 ლარი, რომლის თაობაზეც წინასწარ არ ეცნობა მონიტორინგის სამსახურს.


3.„ საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია თანხა, რომლის თაობაზეც წინასწარ არ ეცნობა მონიტორინგის სამსახურს.


ზემოაღნიშნული წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“ − რომელიც განისაზღვრა ჯარიმით, 2 000 ლარის ოდენობით.


ხსენებულ საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.


სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე სწავლობს პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ:


1.სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელზეც ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი სათანადო წესით - „წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს № 137/37 ბრძანების პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინასაარჩევო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან, არა უგვიანეს 24 საათისა.


2.ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს პარტიის მიერ წარმოდგენილ და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო შტაბებისა და ოფისების გახსნის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში არ იქნა წარმოდგენილი.


ამასთანავე, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მ.წ აგვისტოს თვეში, გურიის რეგიონში, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები-მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქციის შესახებ, რისთვისაც გამოყენებულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ოფისი. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებით ინფორმაციას სამსახური მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.


საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეთა ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, გაითვალისწინონ, და მკაცრად დაიცვან ყველა მოქმედი ნორმა და საარჩენო კამპანია აწარმოონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ასევე მიმდინარეობს „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების საქმიანობის პრაქტიკაში დანერგვა, რის გამოც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად მომზადდა გენერალური აუდიტორის ბრძანება „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შემოწირულებების ფორმები.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.sao.ge განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნული შემოწირულებების შესახებ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31