ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საარჩევნო სუბიექტები რომლებმაც მოითხოვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება
06 ოქტომბერი, 2013 წ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სუბიექტი პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად დაფინანსდება არაუმეტეს 1 000 000 ლარით.

აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ასეთ დაფინანსებას მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე საქართველოს აუდიტის სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით სუბიექტი ცესკოს წერილობით, არჩევნებამდე არა უგვიანეს 38-ე დღისა ანუ 19 სექტემბრის 18:00 სთ-მდე მიმართავს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგმა საარჩევნო სუბიექტემბა მომართეს:

1. პ/გ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო
2. პ/გ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
3. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
4. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
5. პრეზიდენტობის კანდიდატის ავთანდილ მარგიანი საინიციატივო ჯგუფი (წერილი საჭიროებს დაზუსტებას)
6. პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ ბობოხიძის საინიციატივო ჯგუფი
7. პრეზიდენტობის კანდიდატის მამუკა მელიქიშვილის საინიციატივო ჯგუფი
8. პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ჭანიშვილის საინიციატივო ჯგუფი
9. ხალხის პარტია
10. ლეიბორისტული პარტია
11. პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჩაჩუა
12. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
13. პრეზიდენტობის კანდიდატის მამუკა ჭოხონელიძის საინიციატივო ჯგუფი
14. პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი ჩიხლაძის საინიციატივო ჯგუფი
15. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31