ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რა წესებით და თანმიმდევრობის დაცვით ხორციელდება ხმის მიცემის პროცედურა?
რა წესებით და თანმიმდევრობის დაცვით ხორციელდება ხმის მიცემის პროცედურა?
ნაბიჯი 1. საარჩევნო უბანში შესვლისას ამომრჩეველი კომისიის წევრს წარუდგენს პირადობის მოწმობას/პასპორტს.

ნაბიჯი 2. ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. კომისიის წევრი ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აღენიშნება თუ არა ამომრჩეველს მარკირება. მარკირება ნიშნავს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური სითხის წასმას. პროცედურის მიზანია ამომრჩევლის მიერ მრავალჯერადი ხმის მიცემის გამორიცხვა. თუ აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველი უკვე მარკირებულია, მას აღარ მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ხოლო მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

ნაბიჯი 3. კომისიის წევრი მიუთითებს ამომრჩეველს თუ რომელ სარეგისტრაციო მაგიდასთან მივიდეს. ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და წარუდგენს რეგისტრატორს პირადობის მოწმობას/პასპორტს.

ნაბიჯი 4. რეგისტრატორი ამოწმებს სიაში ამომრჩევლის ყოფნის ფაქტს და დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას. თუ ამომრჩეველი უარს იტყვის მარკირების პროცედურაზე, მას აღარ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

ნაბიჯი 5. ამომრჩეველი სიაში ხელმოწერით ადასტურებს ბიულეტენების მიღებას. რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენებს გადასცემს მხოლოდ მას შემდეგ რაც უკანა გვერდზე მოაწერს ხელს და დაამოწმებს სათანადო ბეჭდით. ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი - პროპორციული(სადაც შედის პარტიების და ბლოკების სახელწოდებები) და მაჟორიტარული(სადაც შეტანილია პარლამენტის წევრობის კანდიდატთა გვარები), ხოლო აჭარაში ოთხი სახის(აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მაჟორიტარული და პროპორციული).

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენების ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია, შეასრულოს ეს მოთხოვნა.

ნაბიჯი 6. ამომრჩეველი მარტო შედის(ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება) ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენებს. ამომრჩეველმა უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი კანდიდატის და პარტიის რიგითი ნომერი.
თუ ამომრჩეველს, არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

ნაბიჯი 7. ამომრჩეველმა ბიულეტენები ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა. გამოდის ფარული კენჭისყრის კაბინიდან და დაკეცილი ბიულეტენებით მიდის საარჩევნო ყუთთან განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც ის იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენებს. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა. თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მიიღოს ახალი.

ნაბიჯი 8. ამომრჩეველი მიდის საარჩევნო ყუთთან. მას შემდეგ რაც ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი დარწმუნდება რომ ამომრჩეველს მხოლოდ ერთი კონვერტი უკავია ხელში, ის გახსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და ამომრჩეველი ამის შემდეგ აგდებს კონვერტს საარჩევნო ყუთში.

ნაბიჯი 9. კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, ამომრჩეველი დაუყოვნებლივ ტოვებს საარჩევნო უბანს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31