რას ნიშნავს საყოველთაო საარჩევნო უფლება
საყოველთაო საარჩევნო უფლება გულისხმობს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს:

• აქტიური საარჩევნო უფლება ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს შეუძლია ხმა მისცეს თავის სასურველ კანდიდატს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში და სახელისუფლებო თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ არჩევნებში.

• პასიური საარჩევნო უფლება არის ადამიანის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

ამასთანავე, საყოველთაო საარჩევნო უფლებას თან ახლავს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ყველა შემთხვევაში კანონითაა განსაზღვრული. ისინი შეეხება მოქალაქეობას, ასაკს, ენას და ა.შ. ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის), შეზღუდვები უფრო მკაცრია პასიური საარჩევნო უფლების შემთხვევაში, რადგან ის ეხება მათ, ვინც თვითონ აცხადებს პრეტენზიას, არჩეულ იქნას სახელისუფლებო ორგანოებში.
ბეჭდვა