1. შესავალი.
პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“ - არის ევროპული ტიპის მემარცხენე ცენტრისტული ორიენტაციის პარტია, რომელიც მხარს უჭერს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ,ეროვნულ-სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ამ მცნების პრედიკატი ,,ეროვნული" (ე.ი.ქართული) გულისხმობს არა ნაციონალისტურ, არამედ ზოგადსაკაცობრიო იდეალებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის სახელმწიფოს. სოციალური კი ნიშნავს ქვეყანაში სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და სოციალურ დაცვას.სრულად