წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში
წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში
პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა, მიზნად ისახავს ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი ინფორმირებულობის, ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ამაღლებას; მათ მიერ სამოქალაქო უფლებათა, კერძოდ კი, საარჩევნო უფლებათა უფრო ეფექტური გამოყენებისთვის შესაბამისის გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა-დაკვირვების და შეფასების პროცესში ჩართულები არიან ქვემო ქართლის ეთნიკურ უმცირესობათა თემის წარმომადგენლები - 18-27 წლის ასაკის ახალგაზრდები.

სრულად
ბეჭდვა