ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
მედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია
განცხადება აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (28 სექტემბერი).

რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები.

მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა