ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და ვადა
არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ერთი წლისა რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წესდებაც რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს, ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში ატარებს:

  • საოლქო საარჩევნო კომისია, თუ დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში;
  • ცესკო, თუ დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში.

დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 სექტემბერი) განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის ან წესდების დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა(26 სექტემბერი):

ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია (სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლები);

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია (სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი).

საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი (დამკვირვებლები) და ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა (მოწმობები), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.

ერთ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
  • საქართველოს პარლამენტის წევრისა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;
  • მოსამართლისა;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
  • პროკურატურის თანამდებობის პირისა;
  • საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
  • საარჩევნო კომისიის წევრისა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31