ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
№ 41 - საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება’’
საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება’’.

საარჩევნო პროგრამა
პარტიული სია
მაჟორიტარი კანდიდატები

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2011 წლის დეკემბერში დაფუძნდა. 2012 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან ერთად კოალიცია გააფორმა, რომელსაც აპრილში პოლიტიკური პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ სახით დარეგისტრირდა.

ბლოკში შემავალი პარტიები:

1. პ/გ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;

2. ”საქართველოს კონსერვატიული პარტია”;

3. პ/მ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’;

4. ”საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

5. პ/გ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”;

6. პ/გ ”ეროვნული ფორუმი”;

კოალიციის მიზნები:

საქართველოში ხელისუფლების ავტორიტარული მმართველობის შეცვლა, სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელის, რეალური თვითმმართველობის და მრავალპარტიულ პოლიტიკური სისტემის დაამკვიდრება, ქვეყნის უსაფრთხოების და რეგიონული პოზიციების გამყარება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავების გზით, ოსებთან, აფაზებთან, რუსეთთან დიალოგის დაწყება და ქვეყნის გამთლიანების შეუქცევად პროცესში კონკრეტული შედეგების მიღწევა, ქვეყნის მართვაში ოპოზიციის როლის გაძლიერების, მედიის თავისუფლების და სამოქალაქო ინიციატივების წახალისების გზით საარჩევნო დემოკრატიის, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციების დამკვიდრება, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობის და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობის უზრუნველყოფა, საჯარო სმსახურების მმართველი ძალის წნეხისგან გათავისუფლება და მათი პარტიული ინტერესებისგან გამიჯვნა, უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების და ჯანდაცვის სისტემების დანერგვა, უსაფრთხო სოციალური გარემოსა და სოციალური სოლიდარობის სისტემის განვითარების გზით შრომის უუნარო მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრირება, ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაცია, ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციების დაძლევა და ა.შ.

მისამართი: ერეკლე II მოედანი/ ანტონ კათალიკოსის ქ. N 3/36
ტელ: 219 77 11
ელ.ფოსტა: info@gd.ge
ვებგვერდი: www.gd.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30