ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
3-9 სექტემბერი
10 სექტემბერი, 2012 წ.

მთავარი სიახლეები

პოლონეთისა და შვედეთის საგარეო მინისტრებმა სამართლაინი არჩევნების ჩასატარებლად მაქსიმალური ხელშელწყობის პირობა დადეს

5 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის და შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კარლ ბილდტს შეხვდნენ. კოალიციის ინფორმაციით, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამავე დღეს კარლ ბილდტსმა და ვლადისლავ სიკორსკიმ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ლიდერს გიორგი თარგამაძეს და მოძრაობის საერთაშორისო მდივანს გიორგი რუხაძესაც მოუსმინეს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ევროკომისარი შტეფან ფულე და კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საარჩვენო კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ

ევროკომისარ შტეფან ფულე და კომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონი ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვრედზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ჩვენ მივმართავთ თხოვნით როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, უზუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო და ჯანსაღი მედიაგარემო. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში მზარდი პოლარიზაციითა და დაძაბულობით. არჩევანი პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებს შორის უნდა გაკეთდეს.ხაზს ვუსვამთ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას აკისრია რათა უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და შესაბამისად, ლეგიტიმურობა. აუცილებელია, დაცული იქნას საარჩევნო კანონმდებლობა და ისე იყოს გამოყენებული, რომ ხელი შეუწყოს ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი. ყველა პარტიამ და კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი და პასუხისმგებლიანი გარემო არჩევნებისთვის, თავი შეიკავოს გამომწვევი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ისედაც დაძაბულ გარემოს გააუარესებს და არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს. დემოკრატიის შექმნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე აქტორების პასუხისმგებლობას ეფუძნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯონ მაკკეინს არჩევნების შედეგებზე სამომავლო დავის საკითხის ალბათობა აწუხებს

6 სექტემბერს აშშ-ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია და შეხვედრები უშიშროების საბჭოსთან, ქართულ ოცნებასა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან გამართა. დელეგაციაში იყვნენ სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა). "მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ, შეიძლება, მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, „მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნობა“. - პრესკონფერენციამდე სენატორებმა უშიშროების საბჭოსთან, ქართულ ოცნებასა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან გამართეს შეხვედრები. ამავე დღეს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც.

რასმუსენის აზრით, საპარლამენტო და მომავალში საპრეზიდენტო არჩევნები ტესტია საქართველოს დემოკრატიის განსაზღვრისთვის


ნატო-ს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრიგების კუთხით , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისგებლობას იგრძნობს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია. თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით", - განაცხადა რასმუსენმა.

„სამართლიანი არჩევნები“ ზეწოლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ "3 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. ანგარიში 1-დან 26 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. როგორც "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის 10 შემთხვევა, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისა და ძალადობის - 15, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის - 7, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის - 8, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის - 10, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის - 3. სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან განთავისუფლების -4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის და ხელის შეშლის - 4 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 31 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ზეწოლისა და ანგარიშსწორების შემთხვევები ძირითადად კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების მიმართ განხორციელდა.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ 68 567 განცხადების საფუძველზე საარჩევნო სიებში ცვლილებები შეიტანა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე, მეთოდით "ამომრჩევლიდან სიამდე" , პარალელური კარდაკარიდან და მოქალაქეების უშუალო მიმართვებით 68 567 განცხადება შევიდა და მათი უმრავლესობა დაკმაყოფილდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე 5 სექტემბერს გამოქვეყნდა.

უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნას ხელისუფლებამ უარით უპასუხა
უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების 29 ან 30 სექტემბრს გადმოტანასთან დაკავშირებით არასამთავრობოების ოფიციალურ მიმართვაზე ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ თარიღი კანონით განსაზღვრულია და ის საზღვარგარეთაც და საქართველოშიც 1 ოქტომბერს ჩატარდება. მიმართვას ხელს აწერს 32 ადამიანი, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები.

ცესკოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 5 ფაქტიდან 3 დადასტურდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირების შედეგები კომისიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ინფორმაციის თანახმად, ცესკომ რეაგირება ხუთ ფაქტზე მოახდინა. სამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დადასტურდა, რომლის შედეგადაც სააგიტაციო მასალების გამოყენებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტი და სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული და 2000 ლარით თელავის გამგებლის მოადგილე.

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის 39 შემთხვევა დააფიქსირა

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის 39 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის იყო ჟურნალისტების საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის 10, მეწარმეებსა და კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის 7 , საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი საქართველოს კონტროლის პალატის) მიერ მოქალაქეების - ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებათა წევრების, მათ შემომწირველთა და აქტივისტების დაკითხვისა და მათი დაჯარიმების მრავალი შემთხვევა.

სხვადასხვა

5 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია კვლავ მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, NDI-ის საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია, თუმცა კვლევების ჩატარებაში პროფესიონალი არ არის. "მე მათ მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. რაც შეეხება შეკითხვებს, გაუგებარია, რატომ სვამენ კითხვას, ვინ გაჰყვება ივანიშვილს ქუჩაში. კითხვის ფორმულირება კითხვას აჩენს. ისინი პროფესიონალები არ არიან, აშშ-ში არასოდეს ჩაუტარებიათ გამოკითხვა. ნაწილობრივ ვენდობით, ნაწილობრივ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები გაგვაჩნია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუციას ავრცელებენ და იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა. არასამთავრობოები იმედს გამოთქვამენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს საარჩევნო სიების არა ალფაბეტური, არამედ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაბეჭდვის თხოვნით მიმართეს.

9 სექტემბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)-ის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ დებატებში ლეიბორისტული და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა ვანო მერაბიშვილმაც მიიღო. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა საზოგადოებრივ წინასაარჩევნო დებატებზე გამოუცხადებლობის მიზეზი კახეთის აქციის დასრულების შემდეგ განმარტა. ივანიშვილის განცხადებით, მას დებატებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს. "კეთილი ინებონ და რეალური დებატები გააკეთონ და მოსახლეობას მისცენ შესაძლებლობა, ნახონ კანდიდატები და შეაფასონ რომელზე გააკეთონ არჩევანი. უნდა გაკეთდეს რეალური და არა მოგონილი დებატები“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ააიპ. "მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის" ფინანსურ მონიტორინგს განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცის საქმიანობის დეტალებით დაინტერესების მოტივებია დასახელებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ორგანიზაციის მიერ ფორმალურად გაცხადებული მიზნებისა, რომლის ძირითად მიმართულებად საარჩევნო სიების დაზუსტება განისაზღვრა, ხოლო შემოსავლის წყაროდ შემოწირულობები დასახელდა, ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა სცდება საზოგადოების მიერ ფორმალურად გაცხადებულ საქმიანობის მიზანს. როგორც "ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, "ლიგაზე" ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა რაც დაწესებულია პოლიტიკურ პარტიებზე. მისი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ "ამომრჩეველთა ლიგამ" ამომრჩეველთა სიაში დარღვევები აღმოაჩინა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდების პარტიული მიზნებისათვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი 14 შემთხვევა შეისწავლა. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა -"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება"- ლობისტურ კომპანიებთან მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებულ ხელშეკრულებებზე ინფორმაცია გამოაქვეყნეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა, საჯარო უნდა გახადონ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულება.

კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციები must carry-ს და must offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მოითხოვენ. ამის შესახებ კამპანიის მონაწილეებმა განცხადება 7 სექტემბერს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ორგანიზაციების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ყადაღა ტელეკომპანიების კუთვნილ ანტენებზე და უზრუნველყოფილი იყოს მათი გავრცელების შესაძლებლობა. "ეს შენ გეხება" -ს მონაწილეები აცხადებენ, რომ must carry-ს პრინციპი უნდა მოქმედებდეს მინიმუმ 2015 წლამდე, სანამ საქართველოში ტელემაუწყებლობა ციფრულ ფორმატზე არ გადავა.

შემოსავლების სამსახურში ის ექვსი მოქალაქე დაიბარეს, რომლებსაც ქართველმა ემიგრანტებმა ფონდ "ქომაგის" დახმარებით თანხა ჩაურიცხეს.
"ახალი მემარჯვენეები" ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ.

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე და სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს სხვა პრობლემებთან ერთად , სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის ფაქტებზე ესაუბრნენ.
8 სექტემბერს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს დედაქალაქსა და კიდევ 10 ქალაქში წინასაარჩევნო ყრილობა გამართა. წინასაარჩვენო შეხვედრები ქალაქ ზუგდიდიდან დაიწყო და ასეთი თანმიმდევრობით გაგრძელდა - ოზურგეთი, ბათუმი, ამბროლაური, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, მცხეთა, თბილისი.

9 სექტემბერს თელავში „ქართული ოცნების“ მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა.

მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობენ ახალი მემარჯვენეების, ქრისტიან-დემოკრატების, ქართული ოცნების, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები და ამომრჩევლებს საკუთარ პროგრამებს აცნობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31