16-22 ივლისი 2012
მთავარი სიახლეები
მოძრაობამ „ეს შენ გეხება“ „პარტიათა ქცევის მოდელის საკუთარი ვერსია წარადგინა
მოძრაობა „ეს შენ გეხება“ ხელისუფლების მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო პერიოდში „პარტიათა ქცევის მოდელს“ გამოეხმაურა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სამართლიანი არჩევნების უზრუნვეყოფისთვის სიტუაციის სტაბილიზირებაა საჭირო. მათი აზრით, შემუშავებული ქცევის დეკლარაცია არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ნაკარნახევი ქცევის წესების კრებული და ხელისუფლებისა და პარტიების ერთობლივი მუშაობის კონსესუსის შედეგს უნდა წარმოადგენდეს. მათ ასევე „პარტიათა ქცევის მოდელს“ თავიანთი ვერსია წარადგინეს, სადაც გარკვეული პუნქტებია ჩამატებული.
ბიძინა ივანიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა“ მიუღებელია
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო ქცევის წესების დეკლარაციას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარი ქცევის მოდელი - „ქვების სროლა“ მათ უკვე ისწავლეს ნაციონალური მოძრაობისგან. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა სრულიად მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ სახელზე განხორციელებული შემოწირულობის გამო „შემომწირველები“ თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ 6 პირის (გიორგი რჩეულიშვილი, ომარ შაუთიძე, თეიმურაზ ხარაიშვილი, მარტია ჭინჭარაული, ანზორ შაუთიძე და რომან კუსიანი) შემოწირულობა, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელზე განხორციელდა, უკანონოდ სცნო და „კანონდამრღვევები“ შემოწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის რომან კუსიანის განცხადებით, მან პარტიას 30 000 ლარი შესწირა და კიდევ 30 000 ლარის შეწირვას აპირებს, რის გამოც სასამართლომ ქონება და ანგარიშები დაუყადაღა. კუსიანი 150 ათასი ლარით დაჯარიმდა.
- „თავად სამართალდამრღვევმა პირმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს სასამართლოსთან ერთად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს სასამართლომ 6 ოჯახი დატოვა საცხოვრებელი სახლის გარეშე, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს სასამართლოს ტენდენციურობიდან და კონტროლის პალატის ნებიდან“ - აღნიშნა კუსიანმა.
როგორც თეიმურაზ ხარაიშვილის ადვოკატი ემზარ პაქრაძე აცხადებს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა 3420 ლარამდე შესწირა თავის პარტიას და ჯარიმის სახით 17 400 ლარი დაეკისრა.
თანხის გადახდა 1 კვირის ვადაში უნდა მოხდეს. დაზარალებულები ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გურჯაანის რაიონის თანამშრომლის მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას „ქართული ოცნების“ წევრმა სახეში სილის გარტყმით უპასუხა
სოფელ ვაჩნაძიანში “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელ მაკო ჩითინაშვილს შორის ინციდენტი მოჰყვა . ჩითინაშვილმა ივანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ნატროშვილმა შეურაცხმყოფელისთვის სილის გარტყმით უპასუხა. გიორგი ნატროშვილი შსს-ს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, "2012 წლის 22 ივლისს შსს-ს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ნატროშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. აღნიშნულ ინცინდენტს ასევე შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს".
დელფინარიუმის დირექტორის ნატალია ზოიძის მოხსნას კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“ მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს
16 ივლისს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ბათუმის დელფინარიუმი დირექტორად ნატალია ზოიძის ნაცვლად გელა ბოლქვაძე დაინიშნა. როგორც კოპმანია „მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორმა ბესიკ დემეტრაშვილმა განაცხადა, დელფინარიუმი მათი კომპანიის მმართველობის ქვეშ იყო და მერიას დირექტორის ცვლილების უფლებამოსილება არ გააჩნდა. დირექტორის მოხსნას კომპანია ნატალია ზოიძის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ბათუმის მერიის განცხადებით კი დელფინარიუმთან ხელშეკრულება ამა წლის 13 ივლისს გააუქმეს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მერიის იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა კომისიამ „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ გარკვეული მოვალეობების შეუსრულებლობა დაასახელა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა 10 მილიონი ლარი საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმის ნაწილი, 10 მილიონი ლარი გადაიხადა. მისი განცხადებით, მასზე დაკისრებული ჯარიმა უკანონოა, მაგრამ ამავდროულად, მას ეძლევა საშუალება სხვა გზით დაეხმაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. - როდესაც მთავრობა სრულიად დაითვლის ზარალის ოდენობას, თუ საჭირო იქნება, კიდევ გადავრიცხავ თანხას სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების ადვოკატი დაკავებულების აუტანელ პირობებსა და სამართალდამცავების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც დაკავებულების ადვოკატი თედო კობახიძე აცხადებს, სასამართლოში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გასაჩივრების 48 სთ ვადა დარღვეულიყო, მაგრამ საჩივრის შეტანა მაინც დროულად მოახერხდა. მისივე თქმით, დაკავებულებმა ცოტნე შენგელიამ და კახაბერ გოგიშვილი შიმშილობა გამოაცხადეს. კახაბერ გოგიშვილის დაკავებიდან სამი დღე მხოლოდ სასმელ წყალს ასმევდნენ, ძილის საშუალებასაც არ აძლევდენენ, ლანძღავდნენ და აიძულებდნენ, ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" ეგინებინა. ცოტნე შენგელიას კი კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლებმა კალაძესთან ურთიერთობის გაწყვეტა უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრნენ.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გორის პოლიციამ „ქართული ოცნების" აქტივისტები ცოტნე შენგელია და კახაბერ გოგიშვილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებულ კიდევ ერთ სიტყვიერ შეურაცხყოფას კიდევ ერთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედამ რუსეთისგან მართული უწოდა. ივანიშვილმა ყურადღება არ მიაქცია და ჩაიარა. შემდეგ როდესაც კოალიციის ლიდერმა დაზარალებულის ოჯახი დაათვალიერა, გარდაცვლილი ჯარისკაცი მამამ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „არ გინდათ კახეთიდან მოკითხვა გაგატანოთო? რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სიტუაცია მალე განიმუხტა.
„პე-ეს-პე“-ს მიერ ქველმოქმედების პოლიტიკური მიზნით განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახაბერ ოქრიაშვილის ფარმაცევტული კომპანია „პეესპე“-ს საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეისწავლა იმ მიზნით, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიეღო კომპანიის საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის თაობაზე. საკითხის შესწავლის შედეგად კომპანიის მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა.
პრეზიდენტის განცხადებით, სექტემბრიდან პენსიონერებს კუთვნილი პენსიის ასაღებად რიგებში დგომა აღარ მოუწევთ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში "ლიბერთი ბანკის" ფილიალში სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს დააკვირდა. მისი განცხადებით, პენსიონერებს კუთვნილი თანხის ასაღებად რიგებში დგომა აღარ მოუწევთ. პრეზიდენტმა ასავე განაცხადა, რომ სექტემბრიდან პენსიონერებს ახალი პოლისებით სარგებლობა შეეძლებათ. ახალი პოლისები სამედიცინო მომსახურეობისა და მედიკამენტების უმრავლესობის ხარჯებს დაფარავს.
არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის აქტივობები
კვლევების განსხვავებული შედეგები
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა კველევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევა ივნისში ორგანიზაცია "GREENBERG QUINLAN ROZNER"-მა ჩაატარა. შეკითხვაზე, - „არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - 57%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა, 31% - "ქართული ოცნება", 4% - ქდმ, 1% - "ლეიბორისტები". 5% კი ჯერ არ გადაუწყვეტია ან პასუხის გაცემაზე თავი შეიკავა.
„თბილისი მარიოტში“ NDI-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა მიზნად ქვეყანაში პოლიტიკური განწყობის დადგენას ისახავდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
ასეთად ”ქართული ოცნება” რესპონდენტთა 20%-მა დაასახელა, ქდმ – 4%-მა, სხვა ოპოზიცია – 2%-მა, კითხვაზე პასუხი არ იცის – 15%-მა, პასუხზე უარი განაცხადა – 16%-მა.
"ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის" კონსულტანტმა, პაატა ზარდიაშვილმა ასოციაციისა და ოქსფორდის უნივესიტეტის თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით საბოლოო შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით სიტუაცია შეიცვალა და მათი კვლევის მიხედვით დღესდღეობით ქვეყანაში შემდეგი სიტუაციაა. ბიძინა ივანიშვილს 43% აქვს საქართველოს პრეზიდენტს 30,7%.
18 ივლისს საქართველოში აკრედიტირებული ელჩების სამუშაო ჯგუფმა „must-carry, must-offer" დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მათი განცხადებით ისინი მიესალმებიან განხორციელებულ ცვლილებეს და მოუწოდებენ ხელისუფლებას კვლავაც განიხილოს "must-carry, must-offer"-ის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის.
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მოტივით მთავრობის საგანგებო სხდომა თელავში მოიწვია და ზარალის აღმოფხვრისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და ზედამხედველობა საქართველოს პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სოფელ არხილოსკალოს გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით პარტიის აგიტატორებს გამგებელმა არხილოსკალოს ტერიტორიაზე მუშაობა აუკრძალა და ირონიული საუბრით მათზე ზემოქმედებას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების - ეროვნული ფორუმის და კონსერვატორული პარტიის სამი წევრი: მერაბ კაჭახიძე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა დააკავა. მათ ბრალი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით წარედგინათ და ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. შსს-ს განცხადებით, აღნიშნულმა პიროვნებებმა თვალთმაქცური გარიგების გზით პარტიების ანგარიშებზე თანხის შეტანა მოახერხეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში, 2012 წლის 3 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, „ასურეთობის“ დღესასწაულზე მოწყობილ საზეიმო სუფრასთან დაკავშირებული გარემოებები შეისწავლა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრიწყაროს მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით ბეჟუაშვილმა საკუთარი სახსრებით „ასურეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით სუფრა მოაწყო და სოფლის მოსახლეობა დაპატიჟა. აუდიტის სამსახურმა მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ დღესასწაულის ორგანიზება და მატერიალური მხარდაჭერა არა დავით ბეჟუაშვილის, არამედ ამავე სოფელში არსებული სამების ეკლესიისა და მოსახლეობის ერთიანი სახსრებით მოხერხდა.
ბიძინა ივანიშვილიმა მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა: გურჯაანი, _ მანანა ბერიკაშვილი , თელავი - გელა სამხარაული, სენაკი -გურამ ოდიშარია , ფოთი -ეკა ბესელია, ლენტეხი -გია გაზდელიანი, ქედა -დავით ანანიძე, ქობულეთი - ფატი ხალვაში, შუახევი -შოთა ზოიძე, ხელვაჩაური -როსტომ ხალვაში, ხულო - ზია საგინაძე, ბათუმი - მურმან დუმბაძე, საგარეჯო, _ თინა ხიდაშელი, ხონი, _ ნიკა სანოძე, ჭიათურა, _ მალხაზ წერეთელი, მარტვილი, _ მურთაზ ხურცილავა, წალენჯიხა, _ გიორგი ნაჭყებია, ამბროლაური, _ დავით დარახველიძე, ჩუღურეთი, _ ვიქტორ დოლიძე, სამგორი, _ ზურაბ აბაშიძე, ნაძალადევი თეა წულუკიანი, ვაკე, _ შალვა შავგულიძე, კრწანისი, _ შოთა ხაბარელი, საბურთალო, _ დავით უსუფაშვილი, მთაწმინდა, _ ზაზა პაპუაშვილი, დიდუბე, _ ვახტანგ ხმალაძე, გლდანი, _ სოსო ჯაჭვლიანი.
კახეთისა და სამეგრელოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს აგრეთვე „ახალმა მემარჯვენებმაც“: თელავში - ფიქრია ჩიხრაძე, გურჯაანში - გიგი იმერლიშვილი, ყვარელში - ნუგზარ ღონიაშვილი, დედოფლისწყაროში - ლევან ბეჟანიშვილი, ლაგოდეხში - ზურად ბაჯარიძე, სიღნაღში - მალხაზ ხუციშვილი, ახმეტაში - ზურაბ არაბული, საგარეჯოში - დავით მაისურაზე, ზუგდიდში - მანანა ნაჭყებია, აბაშაში - გელა თოფურია, მარტვილში - შოთა ჩახავა, ხობში - კახა ლატარია.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" "ხალხთან ხელშეკრულების" ტექსტზე მუშაობა დაასრულა. ხელშეკრულებაში საუბარია ხელისუფლების მიერ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებების და სამთავრობო პროგრამაში არსებული საკითხების შესახებ.
17 ივლისს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები მაგდა ანიკაშვილი და გიორგი რუხაძე ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემო და ეთნიკური უმცირესობის საკითხები განიხილეს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ მომდევნო აქციას 5 აგვისტოს ბათუმში გამართავს.
შეხვედრები ამომრჩევლებთან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობის პრობლემები განიხილა. ამავე კვირას ქარელში პრემიერ მინისტრი თამაზ თორთლაძის ოჯახსაც ესტუმრა და მისი ვაშლის ბაღი დაათვალიერა. მან მებაღეს მოსავლის დაბინავება-რეალიზებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებიც გააცნო. ვანო მერაბიშვილი ესაუბრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც და აცნობა, რომ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებით არსებული მიკროკრედიტების რესტრუქტურიზაციის პროგრამა სპეციალურად მათთვის ამოქმედდება .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი წყალტუბოში, იმერეთის რეგიონის სოფლის ექიმებს შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ექიმებთან ერთად რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შატილში 35 ციხე-კოშკისგან შემდგარი, შუა საუკუნეების კომპლექსი დაათვალიერა. პრეზიდენტმა კომპლექსის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მისი აღდგენის სამუშაოების პროექტით დაინტერესდა. მან ამ კომპლექსის მნიშველობაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი გლდანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ახალი სოციალური პროექტების დეტალები, სამომავლო გეგმები და ხელისუფლების ახალი ინიციატივა პირადად გააცნო. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდება და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ვალდებულებასა და ამ პირობების შესრულებას პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებული რაიონები მოინახულა და ზარალის შედეგებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი თელავში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათგან იმ პრობლემებზე მიიღო ინფორმაცია, რომლებიც სტიქიის გამო შეექმნათ. ის მოსხლეობას ზარალის კომპენსაციას დაპირდა.ამავე დღეს პრეზიდენტი თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა. მან უწმინდესსა და უნეტარესს ილია II - ს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
კოალიცია „ქართული ოცნება“
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე სამგორში, "ანალიზხელსაწყოს" საერთო საცხოვრებელში მყოფ დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ. „ედპ“ მოსახლეობას განახლებული პროგრამის – "დასაქმებული საქართველოს" ძირითადი პრინციპები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა სოციალურად დაუცველი ნატალია ბერიანიძის და ვაზისუბანში მცხოვრები პირველი ჯგუფის ინვალიდის 42 წლის ლია ბერაძის ოჯახში იმყოფებოდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარჩენალდაკარგული ბერიანიძის ოჯახისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის არმინიჭების მიზეზი ეზოში ტყემლის ხის არსებობა გახდა. ბაჩუკი ქარდავას ხელისუფლებას სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების გადახედვისაკენ მოუწოდა. ამავე კვირაში პარტიის ლიდერებმა კახეთის სამაშველო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
„ახალი მემარჯვენეები“
„ახალი მემარჯვენეების“ თელავის მაჟორიტარმა დებუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ კახეთში სტიქიით დაზარარალებულები მოინახულა. ამავე კვირაში პარტიის ლიდერებმა, დავით გამყრელიძემ და ფიქრია ჩიხრაძემ, პარტიის აქტივისტებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში , სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სტიქიის ნარჩენებისგან ეზოების დასუფთავებაში დაეხმარნენ. მათ ასევე პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს მოუწოდეს, სტიქიით დაზარალებულ მცირე ბიზნესში დასაქმებულებილებს შეღავათები დაუწესოს.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ზოსიძე მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. პარტიის განცხადებით, ეს ოჯახები არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ, რადგან არსად არ არიან რეგისტრირებულები, მათ ასევე არ ურიგდებათ სასურსათო და ელექტროენერგიის ვაუჩერები და საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღებაზეც უარს ეუბნებიან. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ხელისუფლებას მოჩვენებით სიამტკბილობაზე საუბრის ნაცვლად კონკრეტული ქმედებისკენ მოუწოდა.
„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი კახეთში მოსახლეობას შეხვდა და პარტიის პროგრამა გააცნო. ამავე კვირას გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ ახალციხის და ასპინძის რაიონებში სტიქიით დაზარალებულები მოინახულეს. ისინი გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და პირობა დადეს რომ ამ რეგიონების დასახმარებლად პარლამენტში საკითხს დააყენებენ. ლევან ვეფხვაძის განცხადებით ისინი დაზარალებული ოჯახებისთვის კონპენსაციის სახით ათასი ლარის მიცემას მოითხოვენ.
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ისანში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მცხოვრები ჭარბნალექიანობის და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. დეპუტატი ხუსკივაძეების, მიქაძეების და ალიევების ოჯახში იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ ახერხებს სანიაღვრე ქსელებთან და სადრენაჟე სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და მოსახლეობა წვიმის მოსვლას შიშით ხვდება.
„ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერები საჩხერეში მოსახლეობას შეხვდენ. პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მათ საჩხერლებს მიცემული პირობა შეუსრულეს და ვალერი გელბახიანი საჩხერეში დააბრუნეს.