ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რა არის საარჩევნო ადმინისტრაციის ამოცანა და ვინ შედის მის შემადგენლობაში?
საარჩევნო ადმინისტრაციის ამოცანაა, ორგანიზაცია გაუწიოს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას. ის შედგება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

ყველა დონის საარჩევნო კომისიები შედგება თავმჯდომარისგან და 12 წევრისგან. ცესკოს ხუთ წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო შვიდს - მონაწილე პოლიტიკური პარტიები. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ირჩევენ ცესკოს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები. თუ ისინი კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ ან ამ უფლებაზე უარი თქვეს, საბოლოო არჩევანი საქართველოს პარლამენტზეა (სწორედ ასე მოხდა ცესკოს დღევანდელი თავმჯდომარის არჩევისას).


საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს პარტიები ნიშნავენ. კომისიის თავმჯდომარეს კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ანალოგიური წესით იქმნება საუბნო საარჩევნო კომისიებიც.

ყველა საფეხურის საარჩევნო კომისია ქმნის საარჩევნო ორგანოთა ერთიან სისტემას. გარდა უშუალოდ არჩევნების ჩატარებისა, მას ევალება კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტად და განუხრელად შესრულებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31