ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
როგორია პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების შეხამება საქართველოში?
საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევა ორივე სისტემის მეშვეობით ხორციელდება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი აირჩევა ოთხი წლის ვადით და შედგება 150 წევრისაგან, საიდანაც პროპორციული სისტემით აირჩევა 77, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 73.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან ათი თბილისშია, დანარჩენი 63 კი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი) ტერიტორიას ემთხვევა. მათში კენჭისყრა შეუძლიათ როგორც პოლიტიკური პარტიების ან ბლოკების წარმომადგენლებს, ისე ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წამოყენებულ კანდიდატებს.

აქ გამარჯვებულის გამოსავლენად გამოიყენება ფარდობითი უმრავლესობის სისტემა 30-პროცენტიანი ზღურბლით. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 30 პროცენტზე მეტს, ინიშნება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას იღებს პირველ ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

იმ ნაწილში, რაც პროპორციული სისტემით აირჩევა, კანდიდატთა თითო სიის წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. წარდგენილ სიაში წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31