არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა. საქართველოში პარლამენტის წევრთა ნაწილი აირჩევა პროპორციული, ნაწილი კი - მაჟორიტარული სისტემით.
მაჟორიტარული სისტემა
მაჟორიტარული სისტემის სახელწოდება წარმოდგება ფრანგული სიტყვიდან მაჯორიტé, რაც "უმრავლესობას" ნიშნავს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობას.
მაჟორიტარული სისტემა უმეტესად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთ ინდივიდუალურ კანდიდატს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ან არ წარმოადგენდეს პოლიტიკურ პარტიას.
ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საარჩევნო ოლქების რაოდენობას და სიდიდეს. ზოგადად, სასურველია, ქვეყანა დაახლოებით თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქებად დაიყოს, რათა თითოეული ამომრჩევლის ხმას დაახლოებით თანაბარი წონა ჰქონდეს.
იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს "ხმების უმრავლესობა", მაჟორიტარული სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე გავრცელებულია აბსოლუტური და ფარდობითი უმრავლესობის სისტემები. "აბსოლუტური უმრავლესობა" ნიშნავს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტს პლუს ერთ ხმას. თუ ამდენ ხმას ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ მიიღებს, იმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს მხოლოდ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, არჩეულად კი მათ შორის გამარჯვებული ცხადდება.
ფარდობითი ან უბრალო უმრავლესობის სისტემა უფრო მარტივია: არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ხმა (ანუ ხმათა უბრალო უმრავლესობა) მიიღო. ამ სისტემით არჩევნების ერთი ტურიც საკმარისია.
ზოგიერთი ქვეყნის საარჩევნო კანონი ამ ორს შორის შუალედურ პრინციპს ადგენს: იმისათვის, რომ კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს, მან უნდა მიიღოს თავის კონკურენტებზე მეტი ხმა, ამასთან ეს რაოდენობა უნდა მოიცავდეს მოცემულ ოლქში მოსულ ამომრჩეველთა რაღაც პროცენტზე მეტს. მაგალითად, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 30 პროცენტზე მეტს, ინიშნება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას იღებს პირველ ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
პროპორციული სისტემა
პროპორციულ სისტემაში ამომრჩეველი ხმას აძლევს არა ინდივიდუალურ კანდიდატს, არამედ პარტიულ სიას, ხოლო საარჩევნო ბიულეტენში შეტანილია მხოლოდ პარტიების (ბლოკების) სახელწოდებები.
ამ სისტემის მიხედვით, პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. მაგალითად, თუ წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევია 100 წევრი და X პარტია მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 60 პროცენტს, ხოლო Y პარტია - 40 პროცენტს, პირველ მათგანს ერგება 60 ადგილი, ხოლო მეორეს – 40. შესაბამისად, ერთი პარტიიდან არჩეულად ჩაითვლება პარტიულ სიაში ჩაწერილი პირველი სამოცი კანდიდატი, მეორედან კი - პირველი ორმოცი.
ბევრი ქვეყნის პროპორციული სისტემა აწესებს მინიმალურ ზღურბლს, რომლის გადალახვის გარეშე პარტია ვერ მოხვდება წარმომადგენლობით ორგანოში: მაგალითად, თუ პარტიულმა სიამ ვერ მიიღო მონაწილე ამომრჩეველთა ხმების სამ, ოთხ ან ხუთ პროცენტზე მეტი, მისი კანდიდატები არჩეულად ვერ ჩაითვლებიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ წარმომადგენლობითი ორგანო არ იყოს ზედმეტად "ჭრელი", რომ მასში მხოლოდ ძლიერი პარტიები მოხვდნენ.
ორივე ხსენებულ სისტემას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები როგორც საქართველოში, ისე სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა ისაა, რომ ის მარტივი და ამომრჩევლისთვის გასაგებია: მოქალაქე ხმას აძლევს კონკრეტულ პიროვნებას მისი საარჩევნო ოლქიდან, ამიტომ მეტი შანსია, რომ ის მას უკეთ იცნობდეს. გარდა ამისა, მაჟორიტარული სისტემა უკეთ უზრუნველყოფს ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლობას. მეორეს მხრივ, პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთ უზრუნველყოფს იმას, რომ ადგილების განაწილება წარმომადგენლობით ორგანოში უფრო ზუსტად შეესაბამებოდეს სხვადასხვა პარტიის მხადაჭერას ქვეყნის მასშტაბით, მაშინ როდესაც მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში პარტიამ, რომელსაც ამორჩეველთა შედარებით მცირე ნაწილი უჭერს მხარს, შეიძლება აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები