ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რა პროცედურები უნდა გაიარონ არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა პარტიებმა (ბლოკებმა) და დამოუკიდებელი კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?
იმისათვის, რომ პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები დანიშნონ, მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

რეგისტრაცია გაადვილებულია იმ პარტიებისთვის, ვისაც უკვე ჰყავს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში: მათთვის საკმარისია დადგენილ ვადაში მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს. სხვა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე, 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე უნდა მიმართონ, ხოლო 15 აგვისტომდე არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 ათასი ამომრჩევლის სია უნდა წარმოადგინონ.

სათანადო წესით რეგისტრირებულ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა შუძლიათ. მაგრამ ამის შემდეგ პარტიას აღარ აქვს უფლება, დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში ან სხვა საარჩევნო ბლოკშიც შევიდეს.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობის მსურველ დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათ საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ ერთი პროცენტის ხელმოწერები და შესაბამის ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტი შეიტანონ. თუ კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე ათი პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, მას ეს თანხა სრულად დაუბრუნდება, სხვა შემთხვევაში კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31