ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რა არის პოლიტიკური პარტია და როგორ უნდა დავაფუძნოთ ?
თანამედროვე დემოკრატიებში სააარჩევნო ბრძოლა, ჩვეულებრივ, პოლიტიკურ პარტიათა შორის შეჯიბრის სახეს იღებს. პოლიტიკური პარტია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნით იქმნება და, როგორც წესი, საერთო მსოფლმხედველობრივ პრინციპებს ემყარება.

საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უფლება, შექმნან პოლიტიკური პარტია თუ სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

არსებული კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის დაფუძნება რთული არ არის. იმისთვის, რომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კანონიერად ჩაითვალოს, მასში არანაკლებ სამასმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობას, მოსამართლეებს და პროკურორებს.

იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მან რეგისტრაცია უნდა გაიაროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში). ამისათვის პარტიამ სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

როგორ ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები?

პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ფინანსურ რესურსებს, ამიტომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი ამ საკითხსაც არეგულირებს. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო აფინანსებს: ის, პარტიები, რომლებიც წარმატებას აღწევენ არჩევნებზე, მომდევნო პერიოდში ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ მიერ მოპოვებული მხარდაჭერის შესაბამისად. პარტიებმა შეიძლება სხვა წყაროებიდანაც მიიღონ დაფინანსება, მაგრამ კანონით მკაცრად დადგენილ საზღვრებში. კერძოდ, მათ უფლება აქვთ მიიღონ ფინანსური და მატერიალური შემოწირულებები საქართველოს მოქალაქეებისაგან (მაგრამ არა იურიდიული პირებისაგან), ოღონდ ერთი ადამიანისგან მიღებული შემოწირულობა წლის განმავლობაში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა ვერ აცდება 1 200 ლარს. წლის განმავლობაში პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.

პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმჭიფო აუდიტის სამსახური.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31