ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
რა ორგანოს ვირჩევთ და რისთვის?
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები.

თანამედროვე დემოკრატიის ისტორია დიდწილად პარლამენტების ისტორიაა. პირველ რიგში, პარლამენტი საფიხვნოა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, თავის წუხილებს, მოთხოვნებს და მოსაზრებებს გამოხატავს (თვითონ ეს სიტყვა ფრანგული წარმოშობისაა და ლაპარაკს, დისკუსიას ნიშნავს). მაგრამ დემოკრატიაში პარლამენტი მხოლოდ სადისკუსიო კლუბი არ არის: ის გადაწყვეტილებებსაც იღებს.

ეს გადაწყვეტილებები ძირითადად ორი სახისაა. პირველ რიგში, პარლამენტი იღებს კანონებს, რომლებიც სამოქმედო საზღვრებს უდგენს როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე სახელისუფლებო ორგანოებს. სწორედ ამიტომ პარლამენტს "საკანონმდებლო ხელისუფლებას" ვუწოდებთ.

მეორეს მხრივ, პარლამენტის უმთავრესი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. რას ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება? როდესაც სახელმწიფოს მართვაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას ვგულისხმობთ, რომელიც დღეს, ჩვეულებრივ, ან პრეზიდენტის და მისი მინისტრების, ან მინისტრთა კაბინეტის სახით არსებობს. უშუალოდ სწორედ ეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის და მათი მოქალაქეებისთვის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებზე: სიტყვას "მთავრობა" სწორედ მათ მიმართ ვხმარობთ. სიტყვა "აღმასრულებელი" მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობა, საბოლოო ჯამში, მოქალაქეთა ნებას აღასრულებს; ამიტომ ისიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, არჩევნების გზით იქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი უშუალოდ არ იღებს ქვეყნის ყოველდღიურ მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მას რამდენიმე მექანიზმი აქვს საიმისოდ, რომ გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და შებოჭოს ის. როგორც უკვე ვთქვით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მხოლოდ პარლამენტის მიღებული კანონების ფარგლებში შეუძლია მოქმედება: ეს უკვე ზღუდავს მას. პარლამენტის ხელში განსაკუთრებით ძლიერი ბერკეტია სახელმწიფო ბიუჯეტი: ფულის გარეშე ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, მისი ხარჯვა კი მთავრობას მხოლოდ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლია. გარდა ამისა, პარლამენტი გავლენას ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაზე,

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისებურება ისაა, რომ ის მოასწავებს ძალაუფლების განაწილების ახალ წესზე გადასვლას, რომელიც 2010 წლის ნოემბრის საკონსტიტუციო ცვლილებებით განისაზღვრა.

2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. 2013 წელს მოქალაქეები პირდაპირი კენჭისყრით კვლავ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს. მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იქნება, ვიდრე ჩვენი დღევანდელი და წარსული პრეზიდენტები. მას დარჩება გარკვეული ფუნქციები თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის სფეროებში და არბიტრის როლი დაეკისრება სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში. მაგრამ ჩვეულებრივ ვითარებაში პრეზიდენტი ნაკლებ გავლენას მოახდენს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრი გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ეს უკანასკნელი გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, რომელიც წამყვან როლს ითამაშებს ქვეყნის მართვაში. მაგრამ ის, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი და ვინ იქნება მის კაბინეტში, მთლიანად დამოკიდებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტზე: გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს პარტია ან პარტიათა კოალიცია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ექნება.

ამიტომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ახალი პარლამენტი არა მხოლოდ შეასრულებს საკანონმდებლო ფუნქციებს, არამედ, გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაზეც.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ივნისი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30