ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
22 ივლისი, 2012 წ.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 1 აგვისტოს განკარგულებით მორიგი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა 2012 წლის 1 ოქტომბერს. საქართველოს კონსტიტუციით არჩევნების კონკრეტულ თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.


საქართველოს პარლამენტი აირჩევა ოთხი წლის ვადით და შედგება 150 წევრისაგან, საიდანაც პროპორციული სისტემით აირჩევა 77, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 73.

არჩევნებისთვის ქვეყანა იყოფა საარჩევნო ოლქებად და უბნებად. პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საიდანაც ათი თბილისშია, დანარჩენი 63 კი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი) ტერიტორიას ემთხვევა.

საარჩევნო ოლქები თავის მხრივ იყოფა საარჩევნო უბნებად. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის.

ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პოლიტიკური პარტიების ან ბლოკების წარმომადგენლებს, ისე ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წამოყენებულ კანდიდატებს.

აქ გამარჯვებულის გამოსავლენად გამოიყენება ფარდობითი უმრავლესობის სისტემა 30-პროცენტიანი ზღურბლით. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 30 პროცენტზე მეტს, ინიშნება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას იღებს პირველ ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

იმ ნაწილში, რაც პროპორციული სისტემით აირჩევა, კანდიდატთა თითო სიის წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. წარდგენილ სიაში წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« იანვარი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31