თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2014 წლის 6 ივნისი)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

 

აცხადებს, რომ აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების  გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას;

 

გმობს მთელი სიმკაცრით ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან განხორციელებულ აგრესიას საარჩევნო ადმინისტრაციის საოლქო ორგანოზე;

აგრეთვე გმობს მოცემული ოპოზიციური პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე მუდმივად აპელირებას;

ყოველივედან გამომდინარე, რეკომენდაციით მიმართავს:

  1. 1. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს:

 

ა) პოლიტიკურმა პარტიებმა არ დაუშვან თავიანთი ხელმძღვანელობის, თუ რიგითი წევრების მხრიდან, ვერბალური ან/და ფიზიკური აგრესია, ზეწოლა ან სხვა სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში;

ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა არ დაუშვან მათი ხელმძღვანელი პირებისა თუ რიგითი წევრების მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩართულ მოქალაქეებს შორის არსებული პოლიტიკური კონკურენციის ეთნიკური ასპექტით წარმოჩენა ან ამგვარის მცდელობა, ან პოლიტიკური შეჯიბრისას მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე აპელირება.

ბეჭდვა