თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2014 წლის 29 მაისი)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აცხადებს, რომ აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და გამოსცემს შემდეგ რეკომენდაციებს: 1. სამართალდამცავ ორგანოებს: პროკურატურის ორგანოებმა მაქსიმალურად უზრუნველყონ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების/ბლოკების და მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებები იყოს ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა მათ ჰქონდეთ გადამარწმუნებელი ეფექტი და მიღწეულ იქნას მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენცია. 2. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს: იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსოს ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 09 აგვისტოს №20.01.758 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).