ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2014 წლის 19 მაისი)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის,აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ამ მიზნით საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციასა და დარღვევებზე რეაგირებას, რეკომენდაციით მიმართავს:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
იმისათვის, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საარჩევნო კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსონ სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზეც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებით, თბილისში, ეთხოვოთ, კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული ვითარების გათვალისწინებით, უზრუნველყონ პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო სუბიექტისათვის სააგიტაციო მასალის განთავსების ობიექტების (სტენდების) საჭირო რაოდენობა.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვისა და დაზიანების შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ასევე, მსგავსი სამართალდარღვევის უკვე არსებულ ფაქტებზე ეფექტური და დროული რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ ურთიერთკოორდინირებული და გამართული თანამშრომლობა.
3. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს: პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი ან მათთვის მიუღებელი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა. აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოუწოდონ თავიანთ წევრებსა და აქტივისტებს შიდაპარტიული დისციპლინის დაცვისა და კანონმორჩილებისაკენ.
4. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:
კიდევ ერთხელ უზრუნველყონ უკვე გაცემული დეტალური და მკაფიო განმარტებების შეხსენება მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება-გამოქვეყნებამდე; რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეებმა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ გამოცხადდება მათი კანდიდატობის შესახებ, წინასაარჩევნო პერიოდში დროულად უზრუნველყონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში მათი საქმიანობისა და საჯარო სამსახურში უფლებამოსილებების გამიჯვნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30