ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2014 წლის 25 აპრილი)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ამ მიზნით, საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და დარღვევებზე რეაგირებას, რეკომენდაციით მიმართავს:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოებს:
პოლიციამ და სასამართლოებმა უზრუნველყონ, რომ, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს, რათა ემსახურებოდეს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტს:
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით გამოსცეს წერილობითი ინსტრუქციები (განმარტებები) სახელმწიფო რწმუნებულებისათვის - გუბერნატორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეებისათვის იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა. ამასთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტს ეთხოვოს ინსტრუქციებით (განმარტებებით) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან თუ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყებათაშორისი კომისიისათვის პერიოდული მოწოდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31