ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2014 წლის 14 აპრილი)


საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისაცხადებს, რომ აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას
და გამოსცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
1. პროკურატურის ორგანოებს:
უწყებათაშორისი კომისია პროკურატურის ორგანოებს შეახსენებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, სასურველია:
იმ პირთა მიმართებაში, ვინც უშუალოდ ჩართულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოთა წინასაარჩევნო კამპანიაში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხვებისაგან თავის შეკავება კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე;
2. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს:
პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა უწყებათაშორის კომისიას წარმოუდგინოს იმ პირთა სია, რომელნიც უშუალოდ არიან ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ იზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30