ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ლაღიძის, საარჩევნო პროგრამა
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ლაღიძის, საარჩევნო პროგრამა
პარტია ,,მომავალი საქართველოს“ ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ლაღიძის საარჩევნო პროგრამა


1. შეიქმნება დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, ყველა დარგის ექსპერტების მონაწილეობით.
2. გაუქმდება ხელშეკრულება ,,სითი პარკთან” და შესწავლილი იქნება მათი საქმიანობა, ავტომანქნების პარკირების მოწყობა გადავა მერიის უზრუნველყოფის ქვეშ.
3. სავალდებული გახდება ბაზრების და ბაზრობების კეთილმოწყობა და სანიტარული უზრუნველყოფა. მოწესრიგდება გარევაჭრობის საკითხი, გავაგრძელებთ ბრძოლას ბაზრობებზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებისთვის,და მივაღწევთ ამას.
4. მერიის ბიუჯეტში ჩაიდება, მცირე და საშულაო ბიზნესის განვითარებისთვის, უპროცენტო და ასევე (დაბალპროცენტიანი) გრძელვადიანი სესხები. ეს ადამიანები 2 წლით გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.
5. დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები და შეიქმნება მუნიციპალური საწარმოები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ადამიანების დასაქმებას.
6. ეტეპობრივად შემცირდება გადასახადები ყველა კომუნალურ გადასახადზე. სოციალურად დაუცველებისთვის და პენსიორებისთვის დაწესდება ვაუჩერები.
7. მგზავრობა უფასო იქნება სოციალურად დაუცეველების, პენსიონერებისთვის და სტუდენტებისთვის.
8. სოციალურად დაუცველები და უმუშევრები მიიღებენ დახმარებას, რომლებიც ჩაჯდება საარსებო მინიმუმში.
9. შეიქმნება სოციალაურად დაუცველთა ფონდი, რომელიც იზრუნებს უსახლკარო თბილისელების დაბინავებაზე. ამ მიზნით,შეიძლება მოხდეს ძველი, უფუნქციო შენობების აღდგენა,რეაბილიტაცია,ასევე ახალი სოციალური სახლების აშენება.
10. წინადადებით შევალ საკანონდებლო ორგანოში საპენსიო ასაკის დაწევასა და პენსისა და-სოციალური დახმარებების მომატებაზე). რაც არის მოსახლეობის ერთ ერთი სერიოზული პრობლემა.
11. დედაქალაქში აშენდება თითო-თითო მუნიციპალური საავადმყოფოები და აფთიაქები რომელიც უფასოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველ,ვეტერან, და უნარშეზღუდულ ადამიანებს,. ყველა რაიონში იქნება ერთი პოლიკლინიკა.
12. უსახლკაროებისთვის შეიქმნება თავშესაფარი.
13. უპატრონო ბავშვებისთვის დაარსდება სკოლა-ინტერნატი.
14. აშენდება და გაფართოვდება ბიუჯეტზე მყოფი საბავშვო ბაღები.
15. შეიქმნება და ბიუჯეტიდან დაფინანსდება პროფესიული სასწავლებლები უპატრონო და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის, რის შემდგომ ასევე სახელმწიფო იზრუნებს ამ ადამიანებზე.
16. მოხდება ინვენსტიციების მოზიდვა და ამ თვალსაზრისით მცირე და საშვალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
17. ხელშეუხებელი იქნება და განვითარდება რეკრეაციული ზონებ.
18. მერიაში, საუკეთესო არქიტექტორების და ურბანისტებისგან შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს ქალაქის დაგეგმარებასა და არქიტექტურაზე.
19. უნდა მოხდეს ნგრევის პირას მისული ძველი თბილისის რესტავრაცია, როგორც კერძო ბუნების, ისე სახელმწიფო დაწესებულებების შენობების, ახლის მშენებლობები მხოლოდ ძველი თბილისი იერსახის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
20. აუცილებლად ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე ტენდერები და არა წინასწარმორგებული რომელიმე კომპანიაზე.ასევე გადაიხედება ძველი უკვე ჩატარებული ტენდერები.
21. გაგრძელდება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ყველა მხარის ინტერესების გათვალიწინებით.
22. გაკეთდება შემოვლითი საავტომობილი გზები.
23. შეწყდება ქალაქში უკანონოდ დაწყებული მშენებლობები.
24. დასაქმება - დედაქალაქის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დარჩებიან ძველი პროფესიონალი კადრები, ვაკანსიებზე გამოცხადდება კონკურსები, მაგრამ არა ფორმალურად როგორც ეს სამწუხაროდ ხშირად ხდებოდა, არამედ შერჩევა მოხდება პროფესიონალიზმის და უნარ ჩვევებიდან გამომდინარე.
25. აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, დიდი ყურადღება გამახვილდება ხარისხზე.
26. გაუქმდება ხელშეკრულება თბილისის მიკრო ავტობუსთან, და გამოცხადება ახალი ტენდერი.
27. მოხდება დედაქალაქში მცხოვრები დევნილების ფართებით უზრუნველყოფაში ხელშეწყობა.
28. მოხდება ბინათმოსარგებლეთა (ატსტუპნიკები) საკითხის გადაწყვეტის მიზნით ყველა შესაძლო ღონისძიების გატარება, რათა არ დაზარალდეს არცერთი მხარე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30