ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილის, საარჩევნო პროგრამა
თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილის, საარჩევნო პროგრამა

1. საკადრო პოლიტიკის გატარება. აუცილებელია მერიის სამსახურები დაკომპლექტდნენ დარგის სპეციალისტებით, არსებულ თანამშრომლებს ჩაუტარდეთ კვალიფიკაციის ამაღლება, ხოლო სპეციალისტების არ არსებობის შემთხვევაში ავღზარდოთ ახალი  ან გადავამზადებთ უკვე არსებულ კადრებს.  შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც დარგის მეცნიერ მუშაკებით იქნება დაკომპლექტებული.


2. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, კერძოდ მერიის ბიუჯეტიდან გაიცეს უპროცენტო სესხები ბიზნესის განვითარებისათვის. მერია დაეხმაროს დამწყებ მეწარმეებს თეორიული კურსებით და კონსულტაციებით ბიზნესის გამართვაში.


3. დედაქალაქში შეიქმნება მუნიციპალური პოლიცია, ანტიმონოპოლიური, სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური და ხარისხის კონტროლის სამსახურები.


4. განსაკუთრებული ყურადრება მიექცევა მომხმარებელთა და მგზავრთა უფლებების დაცვას, დედაქალაქში ავტომობილის საწვავის, ბუნებრივი აირის ხარისხის გაკონტროლებას და ა.შ.


5. დედაქალაქის საგანმანათლებო სისტემაში მომუშავე თანამშრომლებზე  გაცემული იქნება ხელფასის დანამატი და კომუნალური კომპესაციები; მერია პედაგოგებს გაუხსნის კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო კურსებს; საგანმანათლებო სისტემას უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი  სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით. სრულად დააფინანსებს სამედიცინო და სტომატოლოგიურ მომსახურებას სრული მედიკამენტოზური უზრუნველყოფით, დაუწესდებათ სატრანსპორტო შეღავათები.


6. დედაქალაქში შეკეთდება და დამატებით აშენდება თანამედროვე ბაგა–ბაღები, აღმზრდელებს და მომსახურე პერსონალს გაეზრდებათ ხელფასები და ისარგებლებენ უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურებთ.


7. შშმ პირების სასარგებლოდ დაიბეგრება სიგარეტის, მაღალი ალკოჰოლის შემცველი სამელები (200) და სათამაშო ბიზნესი.  შემოსული თანხები მოხმარდება მათ მკურნალობასა და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით სამუშაო ადგილების შექმნას.


8. დაპროექტდება და გაკეთდება დედაქალაქში სანიაღვრე სისტემა და  ქუჩები დაიფარება საქართველოს ეროვნულ აკადემიაში დამუშავებული უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ასფალტის საფარით. ასფალტის ხარისხის გასაუმჯობესებელი მასალა მოპოვებული იქნება საქართველოში და ძვირად ღირებული საზღვარგარეთიდან შემოტანილი დანამატების წილი განახევრდება, ხარისხი კი გაათმაგდება. აშენდება ახალი ხიდები, შემოვლითი საავტომობილო და სარკინიგზო გზები.


9. მოხდება კომუნალური გადასახადების შემცირება მერიის წილის ხარჯზე, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგავა, რაც საშუალებას მოგვცემს, როგორც ელექტრო ენერგიის ასევე ბუნებრივი აირის მოხმარების განახევრებას. ამავ დროულად მოხდება ქალაქის ცივ პერიოდში ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასის კლება, ხოლო თბილ პერიოდში კომპენსირებული მატება.


10. უსახლკაროთათვის აშენდება თანამედროვე ტიპის თავშესაფარი, სრულფასოვანი სამედიცინო და სტომატოლოგიური უზრუნველყოფით, დღეში სამჯერადი კვებით, მეორადი ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენის ნივთებით, შხაპით და დღის ჯიბის თანხით სხვადასხვა პირადი ნივთების შესაძენად. აგრეთვე მათთვის გაიხსნება გადამზადების კურსები და მერიისათვის საჭირო პროფესიაში გადამზადდებიან შემდგომი დასაქმებით.

აშენდება მოხუცთა თავშესაფარი საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისად.


11. უსახლკარო და უპატრონო ბავშვებისათვის გაიხსნება სკოლა ინტერნატი სადაც მომზადდებიან დედაქალაქისათვის და
ქვეყნისათვის საჭირო სპეციალისტები შემდგომში დასაქმებით.


12. გაიცემა ბინათმშენებლობაში ხანგრძლივი უპროცენტო სესხი, პრიორიტეტი მიეცემათ უსახლკაროებს,  ახლად დაქორწინებულებს, მეორე და შემდგომი შვილების გაჩენის შემთხვევაში დამატებით გაიცემა კომპესაციები, ხოლო სამ შვილზე მეტის გაჩენის შემთხვევაში სესხი ჩაითვლება გადახდილად და მიეცემა ყოველ გაჩენილ შვილზე კომპესაცია.


13. დედაქალაქში ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, აღსდეგება სამედიცინო მომსახურების პოლიკლინიკური სისტემა, გაიზრდება სასწარაფო და გადაუდებელი დახმარების  ბრიგადების რაოდენობა, აღიჭურვება უახლესი სამედიცინო ტექნიკით, მოხდება ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება. გაიზრდება ხელფასები. მერია სრულად დააფინანსებს დედაქალაქის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას. დაიხვეწება სამედიცინო სადაზღვევო სისტემა.


14.  რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნება დედაქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო. მოხდება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა პროფილის საავადმყოფოების რეაბილიტირება და გადაიარაღება.  ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალებათ მათ დაქვემდებარებაში იმყოფებოდეს სამკურნალო თუ სამედიცინო კვლევითი დაწესებულებები.


15. ომისა და შრომის ვეტერანებისათვის გაიცემა დამსახურებული კომპესაციები, რეაბილიტირებული და გადაიარაღებული იქნება ვეტერანთა ჰოსპიტალი, სადაც გაეწევათ სრულფასოვანი სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურება  და მიეცემათ უფასო მედიკამენტები. დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე  გაიგზავნებიან საქართველოს კურორტებზე ჯამრთელობის გასაუმჯობესებლად. დაწესდება სატრანპორტო და სხვა სახის შეღავათები, ომის ვეტერანებს ჩაუტარდებათ ფსიქო–რეაბილიტირება.


16. პენსიონერთათვის დაწესდება კომუნალურ გადასახადებზე კომპესაციები, მათზე  გაიცემა  ფინანსური დახმარება რეალურად დაანგარიშებული საარსებო მინიმუმუმის ოდენობამდე. ისარგებლებენ უფასო სამედიცინო, სტომატოლოგიური მომსახურებითა და უფასო მედიკამენტებით.


17. სასჯელარსრულების დაწესებულებებიდან განთავისუფლებული  მოქალაქეებისათვის ამუშავდება საგანგებო სარეაბილიტაციო პროგრამა. მოხდება მათი გადამზადება და სასურველი პროფესიის დაუფლება.   ბიზნესის წამოსაწყებად მათთვის გაიცემა უპროცენტო სესხი და გაეწევათ კონსულტაციები ბიზნესის  განსავითარებლად ან მოხდება მათი მერიის  სამსახურებში დასაქმება.


18. პარკირების საკითხის მოსაგვარებლად აუცილებლად მოეთხოვება კომპანია "სითიპარკს" თავისი ვალდებულებების შესრულება. გადაიხედება ავტომობილების მფლობელებისაგან დაუკითხავად გადაყვანის საკითხი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება კანონმდებლობის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული  სამართლებრივი დოკუმენტი. თანამედროვე  ტექნოლოგიების გათვალისწინებით დედაქალაქის ტერიტორიაზე დამატებითი ავტოსადგომები აშენდება.


19. მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება. ასევე განხორციელდება თანამედროვე ავტობუსების შემოყვანა, სადაც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვის საგანგებო "ლიფტები", მოხდება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობების დამატება: ტრამვაი, ტროლეიბუსის, საბაგირო გზებისა და მოვახდენთ მდინარე მტკვრის კალაპოტისათვის  ისტორიული ფუნქციის აღდგენას, როგორც  სანაოსნო მდინარისა.


20. დედაქალაქში მოსახლეობის ფიზიკური აღზრდისათვის გაიხსნება სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, რეკონსტრუქცია და გადაიარაღება ჩაუტარდება უკვე არსებულ  სპორტულ დარბაზებს, ყურადღება მიექცევა სკოლამდელი ასაკისა და სტუდენტთა სპორტულ და პატრიოტულ აღზრდას. მერია დააფინანსებს სკოლებში სამხედრო–პატრიოტულ, ფიზიკურ და სამოქალაქო თავდაცვის პროგრამებსა და დროს. წახალისდება სკოლებში ინკლუზიური სწავლება.


21. დაფინანსდება თბილიში არსებული თეატრალური და მუსიკალური ჯგუფები, დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ქართული სატელევიზიო და მხატვრულ–ისტორიული ფილმების გადაღება, ჩატარდება კინოს, პოეზიისა და მუსიკალური ფესტივალები.


22. მოეწყობა სტუდენტი ახალგაზრდობისათვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები. განახლდება სტუდენტური დასაქმების პროგრამები.


23. მერია იზრუნებს სარეკრეაციო ზონის გაფართოებაზე, დედაქალაქის უბნებში გავაშენებთ როგორც დეკორატიულ, აგრეთვე მსხმოიარე ხე – მცენარეებს. მოხდება თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბების სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და  გაშენდება საკურორტო  ზონა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის ბალნეოლოგიურ კლინიკას და თბილის შევმატებთ თანამედროვე ბალნეოლოგიურ კურორტს. კეთილმოეწყობა ზოოლოგიური პარკი. დედაქალაქს დავუბრუნებთ ბოტანიკურ ბაღს და კეთილმოვაწყობთ.


24. მოეწყობა უპატრონო ცხოველთა თანამედროვე თავშესაფარი, ვეტერინალური მომსახურებით. მოეწყობა შინაური ცხოველებისათვის გასასეირნებელი პარკები და სკვერები, აგრეთვე ჩატარდება საერთაშორისო დონის გამოფენები.


25. აშენდება თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რაც დედაქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებას გამოიწვევს. აშენდება აგრეთვე სამშენებლო ნარჩენების გადასამუშავებელი საწარმო, რომელიც საშუალებას მოგვცემს მეორადად გამოვიყენოთ სამშენებლო ნარჩენები.

26. დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის  რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით ბიო გაზის მისაღები საწარმოს შექმნა. შემდგომში გათბობის სისტემებში გამოყენების მიზნით ან მინი თბო ელექტროსადგურის მშენებლობისათვის. ხოლო ნარჩენები მიწის განაყოფიერებისათვის უმნიშვნელოვანესი ბიო დანამატი იქნება.


27. დედაქალაქის ცენტრალური უბნების განტვირთის მიზნით მოხდება აკრძალვა უკონტროლო სამშენებლო სამუშაოებისა. დამუშავდება დედაქალაქის განვითარების 10 წლიანი და გრძელვადიანი გენერალური გეგმა.

დაიწყება დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია გამაგრებითი სამუშაოები.

ამორტიზირებულ შენობა – ნაგებობებს, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა არ გააჩნიათ, მოხდება მათი დემონტაჟი და მათ ადგილას თანამედროვე  საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყება, ისე რომ დედაქალაქის იერსახე არ შეილახოს.


28.  დედაქალაქის მოსახლეობის გზაში მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გაზრდის მიზნით დარეგულირდება შუქნიშანთა სისტემა. დამატებით განთავსდება გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები, კეთილმოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, დარეგულირდება სიჩქარის შეზღუდვები მტკვრის სანაპირო ზოლსა და ვაკე – საბურთალოს  ახალ მაგისტრალზე.


29. დაიწყება დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების, ლიფტების, სადარბაზოებისა და სახლის სახურავების შეკეთება, კორპუსების თავმჯდომარეების დახმარებით მოხდება დედაქალაქის ერთობლივად  დასუფთავების პროგრამის "ერთად დავასუფთაოთ თბილის ქალაქი"–ს  განხორციელება. მერია განახორციელებს ილია ჭავჭავაძის იდეას, დედაქალაქის მოსახლეობისათვის ცენტრალიზირებულად სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შეღავათიან ფასში   მიწოდებას; კეთილ მოეწყობა საკოლმეურნეო და საყოფაცხოვრებო ბაზარები.


30. მერია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და დააფინანსებს საპატრიარქოს სოციალურ პროგრამებს, ეკლესია – მონასტრების რეკონსტრუქცია აღდგენით სამუშაოებს. ახალი სამონასტრო კომპლექსების მშენებლობასა და მის კეთილმოწყობაში  მიიღებს მონაწილეობას.  საპატრიარქოსთან და კულტურის დაცვის სამინისტროსთან ერთად მოახდენს დედაქალაქში არსებულ ისტორიული და რელიგიური დანიშნულების ძეგლების აღდგენა – რეკონსტრუქციას. აგრეთვე დააფინანსებს საპარტიარქოსთან ერთად  სხვა რელიგიური მიმდინარეობების სოციალურ პროგრამებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30