- ბინათმშენებლობა – პროექტი გულისხმობს ქუთაისში გაჭირვებული ოჯახების უზრუნველყოფას საცხოვრებელი ბინებით, უპროცენტო 10–წლიანი განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე, ყოველწლიურად 400 ბინა გადაეცემა გაჭირვებულ ოჯახებს. ამავდროულად, 40 ბინა საჩუქრად გადაეცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს.
- ჯანდაცვა – ქალაქის მასშტაბით 10 უფასო პოლიკლინიკისა და ერთი ჰოსპიტალის ამოქმედება.
- ეკონომიკა – წვრილი მეწარმეობის სტიმულირებისა და განვითარების ფონდის დაარსება, ფონდი საინფორმაციო, ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიზნეს – იდეა. პრიორიტეტი – მიკრო და მინი საწარმოების განვითარება , რასაც ბიუჯეტის 5% მოხმარდება. 3 წელიწადში პროექტის ფარგლებში 200 – 250 მეწარმე დასაქმდება.
- განათლება– ბიუჯეტის 1% გამოიყოფა ქალაქის მასშტაბით 1 500 მოქალაქის ( ასაკი: 14– დან 51 წლის ჩათვლით ) მომზადებაზე. კონკრეტულად, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების დარგში.
- 5. სოციალური ზრუნვა–
ა) ყოველდღიური, უფასო კვება ქუთაისის მოსახლეობის ყველა ფენისთვის. საგანგებო სასადილოების გახსნა შეუზღუდავი ერთი სახის ულუფით;
ბ) ქუთაისის მასშტაბით, საათში ერთხელ, მოძრავი უფასო ე.წ. ,,მწვანე ავტობუსის’’ გამოყოფა;
გ) სპეციალური სამკერვალოების გახსნა– შეკერილი სეზონური სამოსი უფასოდ გადეცემა გაჭირვებულ ადამიანებს (ქურთუკი, პერანგი, შარვალი და ფეხსაცმელი);
ე)ქუთაისის მასშტაბით მზრუნველობამოკლებული ბავშვების სრულყოფილი აღრიცხვა და მათი განთავსება მუნიციპალურ ბავშვთა პანსიონში.