ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატის, თეიმურაზ მიქელაძის, საარჩევნო პროგრამა
ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატის, თეიმურაზ მიქელაძის, საარჩევნო პროგრამა
"დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

ბათუმის მერობის კანდიდატის

თეიმურაზ მიქელაძის საარჩევნო პროგრამა

"ბათუმო, შენთვის გამოიდარებს!"

20 წლის მანძილზე ყველა პარტია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება, მაგრამ ის არ უმჯობესდება. შადრევნებიც შენდება, გზებიც იგება, მაგრამ ჩვენი ცხოვრება უარესდება. ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის ამოსავალი წერილი ადამიანია და მერე შადრევანი და გზა. ჩვენი ისეთი პროგრამა გვაქვს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. ეს არაა ცარიელი დაპირება. ერთი წლის შემდეგ რომ ჰკითხავ ადამიანს,- რა შეიცვალა შენთვის, ის გიპასუხებს, რომ ნამდვილად შეიცვალა!
ხუთპუნქტიანი გ ე გ მ ა

1. ბინათმშენებლობა - პროექტი გულისხმობს ბათუმში სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფას საცხოვრებელი ბინებით უპროცენტო, 10-20 წლიანი განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე. ყოველწლიურად ბათუმში 200 ბინა გადაეცემა გაჭირვებულ ოჯახებს. ამასთან, 20 ბინა საჩუქრად გადაეცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს.

2. ჯანდაცვა - ბათუმის მასშტაბით 2 უფასო პოლიკლინიკისა და ერთი მუნიციპალური სავადმყოფოს ამოქმედება.

3. ეკონომიკა - წვრილი მეწარმეობის სტიმულირებისა და განვითარების ფონდის დაარსება, რომელიც საინფორმაციო, ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიზნეს-იდეა. პრიორიტეტი - მიკრო და მინისაწაროების განვითარება, რასაც ბიუჯეტის 3% მოხმარდება. 3 წელიწადში პროექტის ფარგლებში ბათუმში 500-მდე მეწარმე დასაქმდება. ეს პროექტი ითვალისწინებს ბიზნესის დაწყებას, დახმარებას განვითარებაში.

ფონდი მეწარმისთვის, ანუ ვისაც კარგი იდეა აქვს, გამოყოფს 30 000 ლარამდე , რომ დაიწყოს ბიზნესი. ფონდი დაახმარს მეწარმეს იურისტს, ბუღალტერს, თანამმართველს. ანუ მას მისცემენ ცოდნას და დააწყენიბენებ ბიზნესს, მერე 4-8- წლის შემდეგ, თანამმართველი , ბუღალტერი და იურისტი გამოდის ამ ბიზნესიდან და მეწარმე თვითონ ავითარებას მის ბიზნესს. ამ გუნდს ხელფასს უხდის ფონდი.

4. განათლება - ბიუჯეტის 1% გამოიყოფა ბათუმის მასშტაბით 1.500 მოქალაქის (ასაკი: 14-დან 51 წლის ჩათვლით) მომზადებაზე. კონკრეტულად, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების დარგში. პროექტის მიზანია ბათუმში შეიქნას ე.წ. ბუფერული ზონა პროგრამირების დარგის სპეციალისტებისთვის.

5. სოციალური ზრუნვა:

ა) ყოველდღიური, უფასო კვება ბათუმის მოსახლეობის სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენისთვის. საგანგებო სასადილოების გახსნა შეუზღუდავი ულუფით;

ბ) ბათუმის მასშტაბით, ყველა მარშრუტზე, საათში ერთხელ მოძრავი უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსის) გამოყოფა;

გ) გაიხსნება სპეციალური სამკერვალოები. შეკერილი სეზონური სამოსი უფასოდ გადაეცემა გაჭირვებულ ადამიანებს (ქურთუკი, პერანგი, შარვალი და ფეხსაცმელი);

დ) ბათუმის მასშტაბით მოხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვების სრულყოფილი აღრიცხვა და მათი განთავსება, ამ მიზნით შეიქმნება მუნიციპალური ბავშვთა პანსიონი.

ჩვენი პარტიის ლიდერები არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, სოსო მანჯავიძე, ერეკლე საღლიანი, ლევან თედიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ვაჟა ოთარაშვილი, გიორგი ლომია, ზაზა მამალაძე, გოჩა კაკაბაძე და სხვები. . ამ ადამიანებს სრულიად საქართველო ენდობა. მათი დამსახურებაა, რომ დაინგრა სააკაშვილის რეჟიმი. გაიხსენონ ციხის კადრების გავრცელება.

ესაა პარტია, რომელიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და ამბობს, რომ საქართველოს ინტერესი დაცული უნდა იყოს ვაშინგტონშიც, მოსკოვშიც, სტამბოლშიც, თელ-ავავშიც. საქართველოა მთავარი.

ამ პარტიის ლიდერები არიან მაღალი კლასის პროფესიონალები, მენეჯერები და მამულიშვილები.

ხმა მიეცით პოლიტიკურ გაერთიანებას "დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30