ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სამტრედიის გამგებლობის კანდიდატის, ზვიად ნიკურაძის, საარჩევნო პროგრამა
სამტრედიის გამგებლობის კანდიდატის, ზვიად ნიკურაძის, საარჩევნო პროგრამა
ჩვენი მიზანია სამტრედიელებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება

- სამტრედიის საკვანძო მდებარეობის მაქსიმალური გამოყენებით, ინვესტორების მოძიება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელიშეწყობა.

- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის ძლიერი საკონსულტაციო ცენტრის შექმნა.

- ყველა სოფელში ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაღალკვალიფიციური აგრონომისა და ვეტერინარის დანიშვნა.

- სამტრედიის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში (საბავშვო-ბაღები, კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სპორტული სკოლა, სპორტ-კომპლექსი, საცხენოსნო კლუბი...) დასაქმებული ადამიანებისთვის სახელმწიფო ანაზღაურების მინიმუმის პირველ ეტაპზე ოჯახის საარსებო მინიმუმთან (253 ლარი) გათანაბრება და მეორე ეტაპზე თვითმმართველობაში (გამგეობა, საკრებულო) ხელფასებთან გათანაბრება.

- წყლის ტარიფის განახევრება სამტრედიის მთელ ტერიტორიაზე.
სოფლების რაიონული ცენტრთან დაახლოების მიზნით მთიანი სოფლებისთვის მგზავრობის ტარიფის 50%-ის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მგზავრობის ღირებულების განახევრება.

- დაბა კულაშის ქალაქთან ინტეგრაციის მიზნით მოსახლეობის მგზავრობის ტარიფის განახევრება.

- კულტურულ და სპორტულ სასწავლო ჯგუფებში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, კულტურის ცენტრი, სამუსიკო სკოლები, სპორტ-სკოლა, სპორტული ჯგუფები...) მოსწავლეთა დაფინანსების უზრუნველყოფა ბიუჯეტიდან.

- სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დაფინანსება და მხარდაჭერა.

- ხელოვანი ადამიანების ხელშეწყობა და სამუშაო პირობების შექმნა და ხელშეწყობა.

- საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედია“-ს დაფინანსება და უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება.

- სპორტ-კომპლექსისა და კულაშის ყოფილი ზოოვეტერინალური ტექნიკუმის ბაზაზე ძლიერი ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნა.

- შეჭირვებული მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების გაწევა.

- მკურნალობისთვის საჭირო თანხების წილობრივი დაფინანსება.

- ახალგაზრდებისთვის უნდა შევქმნათ ისეთი გარემო სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზების და თავს
იგრძნობენ თანამედროვეობის სრულუფლებიან წევრად, რის საშუალებასაც მათ არ აძლევს ერთფეროვანი პერიფერიული კულტურული გარემო.

- ყოფილი რკინიგზის საავადმყოფის მუნიციპალურ საავადმყოფოდ გარდაქმნა.

- ყველა სოფელში წელიწადში ორჯერ უფასო სამედიცინო მომსახურეობის(გამოკვლევა) გაწევა.

- ყველა ნიჭიერი, განათლებული და გამოცდილი ადამიანის თავმოყრა ჩვენს ირგვლივ. ასეთი ადამიანები არ არიან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების საკუთრება, ისინი ეკუთვნიან ქვეყანას და ვაპირებთ მათ აქტიურ ჩართვას ჩვენი რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

- მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ადამიანთან და პოლიტიკურ ჯგუფთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30