ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქალაქ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი მოსიაშვილის საარჩევნო პროგრამა
ქალაქ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი მოსიაშვილის საარჩევნო პროგრამა

ჩართულობა და ანგარიშვალდებულება

მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში

არსებული რეალობა

ქალაქის მმართველობაში გასატარებელი ცვლილებებიდან  მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სწორედაც თვითმმართველობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების ჩანაცვლება. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და თელავისთვის სრულიად ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის მენეჯმენტით, რაც გულისხმობს თელავში მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ქალაქის მმართველობაში. არსებული  ვითარება, რომელიც უკვე  ათეული წლებია გრძელდება, გახლავთ ის,რომ დანიშნული თუ არჩეული მოხელე, არა მოსახლეობის თვითმართველობაში ჩართულობაზეა ორიენტირებული, პირიქით   ცდილობს მოსახლეობის მაქსიმალურად დისტანცირებას გადაწყევტილების მიღების პროცესში,რაც საბოლოო ჯამში აისახება ზოგადად არაეფექტურ მმართველობაზე,.არსებულმა პრაქტიკამ თელავში დაგვაყენა იმ რეალობის წინაშე,როდესაც უკვე პოსტფაქტუმ ხდებოდა ცნობილი გაყიდული თუ გასხვისებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღება (ძველი თეატრი,ძველი კინო,ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სრულად და კიდევ  სამწუხაროდ სხვა მრავალი ობიექტი).ასევე სიმბოლურ ფასად -ერთ ლარად გასხვისდა  ქალაქში არსებული მრავალი ძვირად ღირებული შენობა-ნაგებობები: არქივის შენობა,პარკი“ ნადიკვრის“ ტერიტორიაზე არსებული კაპიტალური შენობა და კიდევ  თელავისთვის და თელაველებისთვის მრავალი ღირებული შენობა . ადგილობრივ ხელისუფლებაში დამკვიდრებულმა ერთპიროვნულმა მმართველობამ დაგვაყენა ისეთი რეალობის წინაშე,როდესაც მთელი ქალაქის მაშტაბით მხოლოდ ერთი პიროვნების თუ  კონკრეტული ვიწრო ჯგუფების მიერ იგეგმებოდა ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ქალაქის იერსახე იცვლებოდა ისე,რომ მოსახლეობის არათუ უმრავლესობამ, მცირე ნაწილმაც კი არ იცოდა რა სამუშაოები იგეგმებოდა თუ ხორციელდებოდა ქალაქში. ამის ნათელი მაგალითია თელავის თეატრის უსახო ფასადი,თელავის ცენტრში არარსებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები და სხვა.

ჩართულობის გაზრდა ქალაქის თვითმმართველობაში

ქალაქის განვითარების გზა გადის სწორედაც მოსახლეობის აქტიურ ჩართულობაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში.სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და მათი ხედვების და პოზიციების დაფიქსირება.

ვფიქრობ ,აუცილებელია შეიქმნას სადისკუსიო კლუბი,სადაც მოსახლეობას და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ქალაქში განსახორციელებელი პროექტების განხილვაში.ასევე შესაძლებლობა ექნებათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.კლუბის პარალელურად, მოსახლეობის მაღალი ჩართულობის მიზნით სოციალურ ქსელში შევქმნით ჯგუფებს, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი აზრი და  რეალურად მოახდინოს გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე.  ასეთ პროექტებს წავახალისებთ.

ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, მოსახლეობას შევთავაზებთ კონკრეტული უბნების ინფრასტრუქტურული განვითარების წარმოდგენას მათი ხედვების შესაბამისად,გავუწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტებზე სამუშაოდ,რაშიც იგულისხმება ყველა აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფა (სამუშაო ფართი, საკანცელარიო ნივთები და სხვა).

კრიმინოგენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შევქმნით საზოგადოებრივ დარბაზს, სადაც გაერთიანებულნი იქნებიან უნივერსიტეტის, სკოლების, სპორტისა და კულტურის, ეკლესიების,სამართალდამცავი ორგანოების,ომბუცმენის და მერიის თანამშრომლები.დარბაზის ერთერთი ძირითადი მიმართულება იქნება სწორედაც მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტაში, რომლის საბოლოო მიზანი იქნება თელავის,როგორც  „ანტიკრიმინალური ქალაქად“- გადაქცევა. (დეტალურად იხილეთ ქვემოთ).

ანგარიშვალდებულება

ვფიქრობ,გადაწყვეტილების მიმღები პირის ანგარიშვალდებულებას მოსახლეობასთან უდიდესი როლი ეკისრება   ქვეყნისთვის და ჩვენს შემთხვევაშიც- ქალაქის განვითარებისთვის.  ნებისმიერი საჯარო პირი უნდა გრძნობდეს უდიდეს პასუხისმგებლობას კონკრეტული მოქალაქის მიმართ.

ამ შემთხვევაში აუცილებელად გავატარებთ სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებს.მაგალითად, სადისკუსიო კლუბის თუ საზოგადოებრივი დარბაზის მიერ  მიღებული გადაწყევტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებული იქნება  ინდივიდუალურად,საკითხიდან გამომდინარე გონივრულ ვადაში (ვადების დადგენა მოხდება საკითხის გადაწყვეტისთანავე)ანგარიში წარუდგინოს კონკრეტულ ჯგუფს თუ საზოგადოებრივ გაერთიანებას.საჯაროდ,მედიის და სხვა კომუნიკაციების საშუალებით მოსახლეობას მიეცეს საშუალება გაეცნოს უკვე გადაწყვეტილი საკითხების აღსრულების მიმდინარეობას,რომელიც მოიცავს,როგორც მინდინარე სამუშაებს,ისე სამუშაოების დასრულებულ ვარიანტს. ასევე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად ,მერიის სამსახურის თუ რომელი თანამდებობის პირი (დარგის მიხედვით)იქნება პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ნებისმიერ საკითხზე.

 

სოციალური სამართლიანობა

არსებული რეალობა

დღეს საქართველოს მაშტაბით,უმეტეს ქალაქში მოსახლეობაში არსებობს სოციალური უსამართლობის განცდა.ამის წინა პირობას ქმნის ჩვეულებრივი მოქალაქეების და საჯარო თანამდებობის პირების პოლარიზება.დღეის მდგომარეობით, საჯარო თანამდებობის პირი საკუთარ თავს უფლებას აძლევს ბიუჯეტის ხარჯზე ისარგებლოს ათობით ათას ლარად ღირებული ავტომობილით,იმავდროულად სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გასცეს არადამაკმაყოფილებელი პასუხი რამდენიმე ათეული ლარის დახმარებაზე.თუ კი თანამდებობის პირი ბიუჯეტის ხარჯზე თავს აძლევს უფლებას ისარგებლოს ათასი ლარის და მეტი ღირებულების ტელეფონით და იმავდროულად უარით გაისტუმროს მედიკამენტების დასაფინანსებლად მისული მოქალაქე,ბუნებრივია დგება სოციალური უსამართლობის განცდა.კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა,რომელიც დგას საზოგადოების წინაშე არის ის,რომ დღემდე არ არსებობს კრიტერიუმები ბიუჯეტიდან დახმარების მსურველთა შეფასებისთვის.პირადად მე,როგორც ერთერთი ტ/ორგანოს თანამშრომელს, უამრავჯერ მქონია ისეთი შემთხვევა,როდესაც ჩემი მხრიდან  სოციალურად დაუცველი ორი მოქალაქის მიმართ გაცემული შუამდგომლობიდან დაფინანსებულა მხოლოდ  ერთი. მეტიც,  არ დაფინანსებულ მოქალაქეს ჰქონია უფრო დაბალი შეფასებითი ქულები სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ გაცემული.გადაწყვეტილების მიმღებ პირონებასთან  კითხვის დროს, რატომ სწორედ ის ერთი?პასუხი არ მიმიღია იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ გამგეობებში კრიტერიუმები არ არსებობს,ეს კი ნიშნავს,რომ ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქის დახმარება დამოკიდებულია კონკრეტული თანამდებობის პირის განწყობაზე ამა თუ იმ მოქალაქის მიმართ,რაც ძალიან სამწუხაროა.

 

სოციალური პოლიტიკა

ვფიქრობ აღნიშნული სტერეოტიპები,რომლებიც ჩამოყალიბდა ბოლო ათეული წლების განმავლობაში , აუცილებელია შეიცვალოს და განხორციელდეს გარკვეული ნორმების მიხედვით.მიუღებლად მიმაჩნია მცირე ბიუჯეტიანი ქალაქის მერი სარგებლობდეს ძვირადღირებული ავტომობილით,რომლის მომსახურებაც თავისთავად მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.ასევე მიუღებელია ის დანერგილი პრაქტიკა,როდესაც თანამდებობის პირი თავს აძლევს უფლებას ბიუჯეტის ხარჯზე,თუნდაც სამსახურეობრივი სარგებლობისთვის ყიდულობდეს ძვირად ღირებული ბოლო მოდელის საკომუნიკაციო საშუალებებს,როგორიცაა თუნდაც იგივე ტელეფონი.მიუღებელია ასევე ის გარემოება,რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ანხორციელებდეს კოლექტიური პრემიების გაცემას,რომელიც პრაქტიკულად საქართველოში ნორმადაა ქცეული და ის წელიწადში სამჯერ გაიცემა.ერთია,რომ ეს საბიუჯეტო თანხების ადმინისტრაციულ ხარჯების ზრდაა და მეორეც, თანამშრომლებს ვუკარგავთ სტიმულს ,რომელიც საბოლოოდ არ გვაძლევს თანამშრომელთა შეფასების შესაძლებლობას.

ჩვენი ხედვა სოციალურ პოლიტიკასთან მიმართებაში გამოიხატება შემდეგში:

მერიის სოციალურ სამსახურთან და საზოგადოებრივ  ჯგუფებთან ერთად შევქმნით გამჭვირვალე  სოციალური საკითხების კომისიას,რომელიც:

დააწესებს კრიტერიუმებს სოციალურად დაუცველთა დახმარების გაცემაზე.

განსაზღვრავს სოციალური პაკეტების მიზნობრიობას.

მომდევნო წლებისთვის შეიმუშავებს სოციალური დახმარების სტრატეგიას.

ანგარიშს წარუდგენს როგორც ქალაქის მერს,ისე საზოგადოებას.

 

სოციალური პრიორიტეტები

საერთო სარგებლობის (ქალაქში მოძრავი,ავტობუსები,მიკრო-ავტობუსები)ტრანსპორტზე დავაწესებთ შეღავათებს.უფასო მგზავრობით ისარგებლებენ:სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები,პენსიონერები,ინვალიდები,მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში გარდაცვლილთა ოჯახების წევრები,საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები,შშმ პირები,სკოლის მასწავლებლები,საბავშვო ბაღის თანამშრომლები,სტუდენტები,უნივერსიტეტის თანამშრომლები,მრავალშვილიანი ოჯახის წევრები.

შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად  მოხდება გადაუდებელი ოპერაციების თანადაფინანსება .

სოციალურად დაუცველი,მარტოხელა დედებისთვის დაწესდება დახმარების ფონდი,რომელიც წელიწადში ორჯერ გასცემს ფინანსურ  დახმარებას.

ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე ოჯახს გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

ყოველ მეხუთე ბავშვზე  და მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

შშმ ბავთა დახმარების პროგრამა

დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად სოციალურად დაუცველთათვის მოხდება წლიური ფინანსური დახმარება.

ომში  დაღუპულთა და დაინვალიდებულთა მცირეწლოვან  შვილებზე  გაიცემა ყოველთვიურ ფულადი დახმარება.

ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაიცემა უდედმამო და ინვალიდ ბავშვებზე.

სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტოიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გაიცემა  წლიური ერთჯერადი დაფინანსება.

გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ მუშაობის პროცესში გამოკვეთილი პრიორიტეტები,რომელთა დაფინანსებაზე იქნება რეკომენდაცია გაცემული არასამთავრობო და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ.

 

 

 

განათლება

ადგილობრივი ხელისუფლების როლი განათლების სისტემის განვითარებაში კანონის მიხედვით მოკრძალებულია. მოგეხსენებათ რომ,უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს ავტონომიის მაღალი ხარისხი აქვთ.

ამ მოცემულობის პირობებში მნიშვნელოვანია დაცული იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობა. ავტონომიურობის დაცვის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა ,თელავის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.

საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის, უნივერსიტეტის, მუზეუმის, თეატრის და  ბიბლიოთეკის ურთიერთ თანამშრომლობის განვითარება. ამ მიდგომის შედეგად შესაძლებელი გახდება თელავში ერთიანი სააზროვნო სივრცის შექმნა რაც ხელა შეუწყობს  ინვესტიციების გაზრდას და ადამიანური რესურსების ცოდნისა  და უნარების განვითარებას.

ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით აუცილებელია ფონდის შექმნა, ქალაქის ფინანსური შესაძლებლობის განთვალისწინებით. ფონდი უნდა გახდეს ევროპული ფონდების მთლიანი ან ნაწილობრივი თანადაფინანსების წყარო.

 

უნივერსიტეტი

თელავი გახლავთ საუნივერსიტეტო ქალაქი. შესაბამისად ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია საკმაოდ  მნიშვნელოვანია და ეს ხელს უწყობს უნივერსიტეტის განვითარებას. თელავის მერიას შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.

პროცესის მხარდაჭერის ორი მიმართულება გახდება ჩვენი გუნდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველი:

 

ქალაქ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული (ერაზმუსი) პროექტების განხორციელების პროცესში. მხარდაჭერაში იგულისხმება თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ქალაქ თელავის ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. დამეგობრება იმ ევროპულ ქალაქებთან სადაც უნივერსიტეტები ფუნქციონირებს, განსაკუთრებით მომავალი მასწავლებლების მომზადების კუთხით. ამ ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თელავის, უნივერსიტეტისა და თელაველების უფრო მეტ ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში.

 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები

ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მხრივ თითქმის ნულის ტოლია. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით:

საჯარო სკოლისა და თეატრის თანამშრომლობის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია სპექტაკლებზე მოსწავლეთა სააბონიმენტო სისტემის ამოქმედება და ამ საქმეში ქალაქის მერიის, როგორც თანადამფინანსებლის როლი.

თელავში მოქმედი მუზეუმებისა და სკოლების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლაში ‘’სწავლა-სწავლების’’ პროცესის გაუმჯობესებას. მერია შეეცდება გააძლიეროს, თელავის, როგორც კულტურული ცენტრის სტატუსი. თელავში გამართული გამოფენებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,  მერია  შეეცდება მოსწავლეებს გამოუყოს შექმნილი ფონდიდან  მუზეუმების მონახულებისთვის საჭირო თანხები სრულად ან ნაწილობრივ.

სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ბიბლიოთეკების ეფექტური ფუნქციონირება. ბიბლიოთეკამ უნდა შეიძინოს იმაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე დღეს აქვს. ის უნდა გახდეს ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი. საბიბლიოთეკო გრანტის მოპოვების შემთხვევაში თელავის მერია შეეცდება მის მთლიან ან ნაწილობრივ თანადაფინანსებას.

 

სკოლადელი  აღზრდის დაწესებულებები

 

ამჟამად, თელავში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები-საბავშვო ბაღები, გაერთიანებულნი არიან ბაღების გაერთიანებაში,რაც ვფიქრობ არასწორია და თითოეულ საბავშვო ბაღს ვუკარგავთ სურვილს ინდივიდუალური განვითარებისთვის.დღეს,როდესაც დეცენტრალიზაციაზე მიდის აქტიური საუბარი და განიხილება,როგორც ერთერთი საუკეთესო ვარიანტი,მიუღებლად მიმაჩნია ბაღების ცენტრალიზება.ამით ჩვენ ვახდენთ ბაღების განვითარების ხელოვნურ შეჩერებას.რასაც ემატება ის მცირე ანაზღაურება,რასაც დღეის მდგომარეობით საბავშვო ბაღების თანამშრომლები იღებენ.აუცილებლად გადასახედია სახელფასო ოდენობა,რომელიც მინიმუმ გაუტოლდება სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლის ხელფასს.

 

შშმ ბავშვთა დახმარების პროგრამა

ბავშვზე ზრუნვის  პროგრამა.

ადრეული განვითარების ქვეპროგრამა,  ესაა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება, მაგრამ აუცილებელია ფართობი ინდივიდუალური ჯგუფური მუშაობებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შინ მოვლის ქვეპროგრამა:

სანამ სახელმწიფო დააფინანსებს, საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზრუნვა.

სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა;

ჯანდაცვითი და სოციალური სახელმწიფო პროგრამების ეფექტური ფუნქციონირების ადვოკატირების პროგრამა. აუცილებელია გაკეთდეს შშმ პირებისთვის იურიდიული კონსულტაცია უფასოდ, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყანაში არსებული ყველა რესურსი.

ბავშვთა და მშობელთა განათლების პროგრამა.

სოციალური სოლიდარობის პროგრამა.

პანდუსები უნდა გაკეთდეს  თელავის თეატრში შევასასვლელად,ასევე სხვა დაწესებულებებში.

 


ქალაქის ინფრასტრუქტურა

არსებული რეალობა

დღევანდელი მოცემულობით არ არსებობს მუნიციპალიტეტის განვითარების გენერალური გეგმა,შესაბამისად არ არსებობს იგივე ქალაქთან მიმართებაში,რაც თავისთავად აისახება ინფრასტრუქტურის არაეფექტურ განვითარებაზე.ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ წელს განხორციელებული ასიათასობით ლარის ღირებულების სამუშაოები მეორე წელს მიუღებელი გამხდარა.ამის მაგალითები შესაძლებელია მრავლად მოვიყვანო.მაგალითად,ჩოლოყაშვილის გამზირზე 2009-2010 წლებში დახარჯული ასობით ათასი ლარი,გზის მოასფალტებაზე,უკვე 2012 წელს შეიცვალა ქვაფენილით,რაც ნიშნავს მილიონამდე ლარის უაზრო ხარჯვას.ამ დრომდე არაა მოწესრიგებული :

სასმელი წყლის პრობლემა.

საკანალიზაციო სისტემის პრობლემა.

პარკირების,ავტომობილებით გადაადგილების,ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილი,გადასასვლელები,საგზაო შუქნიშნების და საგზაო ხაზების  პრობლემა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ქალაქის დასუფთავება.

ნუმერაცია, რაც ქუჩების მიხედვით პრაქტიკულად არ არსებობს.

ქალაქში არსებული მაღლივი კორპუსების სადარბაზოების მოწყობა.

მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა.

ელექტრო გადამცები და საკომუნიკაციო ხაზის ბოძები ამორტიზირებულია,რაზეც არ არსებობს ამ დრომდე შესაბამისი კომპანიებიდან სარეაბილიტაციოდ შემუშავებული გეგმა.

ქალაქის ხევს არ გააჩნია დამცავი ჯებირები,რაც ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას (სამწუხაროდ არსებობს ფაქტები ხევში გადავარდნის) და მეორეს მხრივ ბინძურდება,როგორც მიმდებარე ტერიტორიები,ასევე თვითონ ხევი.

პრაქტიკულად განადგურებულია ქალაქის მწვანე ზონები.

შიდა საუბნო გზების 60-70%  ამორტიზირებულია.

მოსაწესრიგებელია სკოლამდელი აღზრდის, როგორც შენობა-ნაგებობები,ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიები.

მოსაწესრიგებელია მუსიკალური და სამხატვრო სასწავლებლების ინფრასტრუქტურა.

მოსაწერიგებელია სკვერების და ბაღების ინფრასტრუქტურა.

 


პრობლემების გადაჭრა

სასმელი წყალი

დღეის მდგომარეობით თელავს სასმელი წყალი მიეწოდება რამდენიმე გზით, ეს გახლავთ თურდოსხევის (ნაქალაქარის) ტერიტორიიდან სადრენაჟო სისტემით და მცირე ტიპის რამდენიმე ჭაბურღილიდან,რაც  მთლიანობაში წლის სხვადასხვა სეზონზე გვაძლევს სხვადასხვა დებეტს.თუ კი გაზაფხულზე დებეტი შეადგენს 160-200 ლ/წამს,ზამთრის და ზაფხულის გარკვეულ პერიოდში დებეტი მცირდება 50-30 ლ/წამამდე.ამას ემატება ის გარემოება,რომ დანაკარგი შიდამაგისტრალურ ხაზებზე შეადგენს 25-30 პროცენტს.ამასთან ერთად მოსახლეობის უმეტესობა   ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ  ახეხერხებს ქალაქში წყლის რაციონალურად გამოყენებას,რაც საბოლოო ჯამში აისახება სასმელი წყლის დეფიციტთან.საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,სასმელი წყლის შუალედური რეზერვუარების არარსებობა,რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

 

გადაჭრის გზები:

აუცილებელია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად თელავისთვის გლობალური,უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება საერთო ძალებით,რადგან წარმოუდგენელია პრობლემის ადგილზე,ქალაქის თუ კონკრეტული კომპანიის შესაძლებლობებით განხორციელება.პრობლემის გადასაწყვეტად გასათვალისწინებელია ერთის მხრივ დანაკარგების მაქსიმალურად შემცირება და მეორეს მხრივ დებეტის გაზრდაზე ზრუნვა:

 

აუცილებელია შიდა მაგისტრალური ქსელების სრული რეაბილიტაცია და მრიცხველების მონტაჟი,ერთის გათვალისწინებით,რომ მრიცხველებით გადახდა,განხორციელდება სასმელი წყლის სტაბილურად მიწოდების შემთხვევაში, რამაც სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული წინასწარი დათვლებით შეადგინა ორნახევარი მილიონი ლარი.

აუცილებელია დებეტის ზრდა,რაც შესაძლებელია სიღრმისეული ჭაბურღილების მოწყობით. ჩვენი დათვლებით აუცილებელია 10  ჭაბურღილის მონტაჟი,სადაც ერთი ჭაბურღილიდან შესაძლებელი იქნება 12-15 ლ/წამი დებეტის მიღება. წინასწარი დათვლებით ერთი მსგავსი ტიპის ჭაბურღილის მონტაჟი შესაძლებელია 50-60 ათას ლარად,რაც მთლიანობაში შეადგენს ნახევარ მილიონ ლარს.ჭაბურღილებით მიღებულ წყალზე ვფიქრობ კიდევ იმიტომაა ყურადღება გასამახვილებელი,რომ დრენაჟებით მიღებილი წყალი სტატისტიკური მონაცემებით ყოველ წელს კლებულობს.სიღრმისეული ჭაბურღილი კი უფრო სტაბილურია,რასაც ემატება ის ფაქტორი,რომ სასმელი წყალი გადის ბუნებრივ ფილტრაციას და  შემდგომი გაფილტვრის შემთხვევაში ნაკლები რესურსი იქნება გამოსაყენებელი.

აუცილებელია ქალაქის რამოდენიმე კვადრატად დაყოფა და წყლის შუალედური ავზების მონტაჟი,რომელიც მოგვცემს საშუალებას ერთის მხრივ მოცემული დებეტის სამართლიანად გადასანაწილებლად  და მეორეს მხრივ წნევის დარეგულირებასთვის.სპეციალისტებთან ერთად ჩვენი წინასწარი დათვლებით აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, საჭიროა 2 მილიონ ლარამდე..

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,რომლის უზრუნველყოფა მოგვცემს დანაკარგების შემცირების საშუალებას,ესაა საცხოვრებელ სახლებში წყლის დანაკარგის შემცირების უზრუნველყოფა.საერთო სოციალური და ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა გაჭირვებული მოსახლეობის მიმართ,რაშიც ვგულისხმობ ოჯახებში წყლის ონკანების რეაბილიტაციას.ეს თანხა არაა იმდენად დიდი,რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქალაქის ბიუჯეტიდან მოუწესრიგდეს ონკანები,რაც ჩვენი დათვლებით არ აღემატება 50 ათას ლარს და რომლის გადაჭრაც შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტით.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები და გადაჭრის გზები არაა ერთ წელში შესრულებადი,მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით სრულიად შესაძლებელია ორი წლის განმავლობაში აღნიშნული პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა,განსაკუთრებულ ოპტიმიზმს მმატებს ის გარემოება,რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს გარკვეული სამუშაოები შიდა მაგისტრალური და შუალედური ავზების რეაბილიტაცია-მონტაჟისა.საბოლოოდ ჩვენ უნდა ავიდეთ სტაბილურად 150 ლ/წამის დებეტზე და დასაშვები 5-8 % დანაკარგის ნიშნულამდე,რაც ქალაქს უზრუნველყოფს სასმელი წყლის 24 საათიან მომარაგებას.ბოლოს დავძენ,რომ აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთ თანამშრომლობით თანდათანობით ორი წლის პერიოდში. პირველ ეტაპზე,უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შესაძლებელია მივაღწიოთ იმ ნიშნულს,როდესაც  მკაცრად იქნება რეგულირებული გრაფიკი.

 

სტიქიური მოვლენების შემსწავლელი კომისია

 

2012 წლის ივლისის  სტიქიამ ნათლად დაგვანახა რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მერიაში ან გამგეობაში სხადასხვა დარგების მიხედვით არსებობდეს  კომისია,რომლის მთავარი ამოცანა იქნება სტიქიური მოვლენების დროს სწრაფად და ოპერატიულად განახორციოლოს ყველა აუცილებელი სამუშაო,რომელმაც უნდა მოიცვას:

სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის დათვლა.

შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

მოსახლეობის ინფორმირებულობა ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

ანგარიშის წარდგენა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე.

 

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია 2012 წლის ცნობილი  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადახედვა.სამწუხარო რეალობაა ,რომ რამდენიმე ასეულმა ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიიღო შესაბამისი დახმარება.ფიქსირდება ისეთი შემთხვევები,როდესაც სტიქიისგან მიყენებული ზიანი ამ დრომდე არაა აღმოფხვრილი.მრავალი ოჯახის საცხოვრებელ სახლში სახურავებიდან ჩასდით წვიმა,რაც ვფიქრობ საგანგაშოა და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.

უმეტესად  უსამართლოდ და არაეფექტურად განაწილდა სახელმწიფოს მხრიდან სტიქიის სალიკვიდაციოდ  გამოყოფილი თანხები,რაც ვფიქრობ მოითხოვს ხელახალ  გადახედვას.მთავარი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ სახლებს,თუ კორპუსებს სადაც დღესაც კი ნალექის პირობებში სახურავიდან ჩადის წყალი.

აღნიშნული კომისია შექმნისთანავე დაიწყებს ფუნქციონირებას და მისთვის პირველ საკითხად იქნება სწორედ მონიტორინგის განხორციელება,ხოლო შემდგომ ანგარიშის წარდგენა,როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან,ასევე  მოქალაქეებთან. არ უნდა დავუშვათ  ,რომ  არცერთ ოჯახს და ადამიანს  არ დარჩეს უსამართლობის განცდა. ჩვენი საქმიანობის   ერთერთი უმთავრესი ამოცანა  იქნება სწორედ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება.

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები

 

ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში,ხელისუფლების წარმომადგენლები კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებულებს  აძლევენ დაპირებებს,რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე სრულდება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდი გთავაზობთ შემდეგ პირობებს:

მერიის შესაბამის სამსახურებთან და დაზარალებულ  მოსახლეობასთან ერთად შეიქმნას კომისია.

კომისიას დაევალოს არსებული მიწის თუ ქონების აღრიცხვა.

ინდივიდუალურად  დადგინდეს მოქალაქეთა ზარალი.

კომისიის მიერ,დაზარალებულებთან ერთად ინდივიდუალურად განხორციელდეს  მათი კომპენსირების შესახებ.

მიმდინარე წელსვე განისაზღვროს  მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი თანხების ოდენობა.

ყოველი კვარტლის ბოლოს კომისია ვალდებული იქნება წარადგინოს ანგარიში,როგორც დაზარალებულების,ასევე მერიის ხელმძღვანელობის წინაშე.


საკანალიზაციო სისტემა


დღეს რეალურად საკანალიზაციო სისტემა პრაქტიკულად ამორტიზირებულია იმ მარტივი მიზეზის გამო,რასაც ჰქვია საექსპლუატაციო ვადის გასვლა.ქალაქის თითქმის 80% საკომუნიკაციო ხაზები შესაცვლელია,ვფიქრობ აუცილებელია კონკრეტულმა კომპანიებმა,რომელთაც აღებული აქვთ  ვალდებულება მომსახურებაზე, ,წარმოგვიდგინონ სამოქმედო გეგმა,როგორც ახლო მომავალში,ისე გრძელვადიან  ჩასატარებელ სამუშაოებზე.აღნიშნულ კომპანიებს უნდა მიეცეს კონკრეტული ვადები,რათა წარმოადგინონ ზოგადი პროექტი სისტების რეაბილიტაციისთვის.რეაბილიტაციაზე მონიტორინგი უნდა განვახორციელოთ მოსახლეობის მაღალი ჩართულობით,რაც თავისთავად გამორიცხავს კომპანიის მიმართ შესაძლო ლოიალურობას ცალკეული უწყებების მხრიდან.

 

 

პარკირება და ავტომობილებით გადაადგილების პრობლემა.

არსებული რეალობა

დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე ქალაქის ცალკეულ მონაკვეთებზე პარკირების მხრივ (ბაზრისმიმდებარე ტერიტორია) შექმნილია სერიოზული პრობლემები,არის მომენტები,როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია ავტომობილების გაჩერება.ამას ემატება ის გარემოება,რომ გადატვირთულია მიმდებარე ქუჩები ავტომობილების მოძრაობით. მიღებული შედეგებით (ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არასებობა) დავდექით ისეთი რეალობის წინაშე,როდესაც  ერთ ადგილას აღმოჩნდა ქალაქისთვის იმდენად დიდი და იმდენად მნიშვნელოვანი ობიექტების ერთ ადგილზე თავმოყრა,რომ შეუძლებელია თავისუფალი გადაადგილება როგორც ავტომობილით ისე ქვეითად მოსიარულთათვის.ქალაქის მაშტაბით ტრანსპორტის რაოდენობის ზრდამ და მოძრაობის ინტესივობამ დაგვაყენა მოძრაობის ახალი რეგულაციების საჭიროებების,გზების დახაზვის,ასევე ქვეითად გადასასვლელების და შუქნიშნების ამუშავების აუცილებლობის წინაშე. აუცილებლად მოსაწესრიგებელია ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილი.

 

გადაჭრის გზები

პირველ რიგში, აუცილებელია ყველაზე უფრო გადატვირთული უბნებების სასწრაფო განტვირთვა . ჩვენმა გუნდმა,სპეციალისტების ჩართვით შეიმუშავა  ყველაზე უფრო პრობლემური მონაკვეთის რამდენიმე ვარიანტი,რის შემდეგაც შევჩერდით ერთ კონკრეტულ პროექტზე.გამომდინარე იქიდან,რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია არის ყველაზე უფრო გადატვირთული ,შევიმუშავეთ ტრანსპორტის განტვირთვის გეგმა.კერძოდ: დ.აღმაშენებლის, ალაზნის და კავკასიონის გამზირების კვეთის შუალედში მოძრაობა ცალმხრივია,რაც ქმნის აუცილებლობას აღმაშენებლის გამზირის დასავლეთის მხრიდან მომდინარე ავტოტრანსპორტის აუცილებლობას მოხვდეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც მოძრაობა ისედაც ინტენსიურია.ჩვენი პროექტის მიხედვით,აუცილებელია აღმაშენებლის გამზირის მთელ მონაკვეთზე არსებობდეს ორმხრივი მოძრაობა და კავკასიონის და ალაზნის გამზირების გადაკვეთაზე შესაბამისი დათვლებით ამუშავდეს შუქნიშნები,რაც უზრუნველყოფს მოძრაობის რეგულირებას სხვადასხვა მიმართულებით და რომელიც ამ რთულ უბანზე ავტოტრანსპორტის აუცილებელ გადაადგილებას შეაჩერებს.რაც საბოლოო ჯამში რთულ  უბანზე დაახლოებით 15 % შეამცირებს ტრანსპორტის ინტენსივობას.პარალელურად აუცილებელია გაკეთდეს ქალაქის შემოვლითი გზა (ახმეტის გზატკეცილი ბოლომდე),რომელიც საჭიროებს გარკვეულ მონაკვეთზე სრულ და გარკვეულ მონაკვეთებზე ადგილობრივ შეკეთებებს.აღნიშნული გზატკეცილი თავიდან აგვაცილებს ისედაც გადატვირთულ უბნებზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტომობილების ქალაქში გადაადგილებას,რაც კიდევ უფრო განტვირთავს მოძრაობას.ასევე აუცილებელია კავკასიონის გამზირის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანა,რაც შესაძლებელია გამზირის ბოლოში ხიდის აგებით(არც თუ დიდი ხარჯებით),რომელიც  შეუერთდება  გამავალ გზატკეცილს. აღნიშნული პროექტი,საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას  ქალაქის ამ კონკრეტულ ნაწილში,რომელიც დღეის მდგომარეობით პრაქტიკულად არ არსებობს.ქალაქში აუცილებელია შემუშავდეს გეგმა პარკირების მოსაწყობად.კონკრეტულ მაგალითზე,დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით (ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მიხედვით) შევიმუშავეთ პროექტი,რომელიც მოგვცემს საშუალებას განვტვირთოდ კონკრეტული უბანი.კერძოდ ,მოეწყოს ორი ტიპის ფასიანი სადგომი, რომელიც გათვლილი იქნება ავტომობილის მცირე და უფრო ხანგრძლივ,საათობრივ პარკირებაზე(პრობლემის შესწავლის დროს,აღმოჩნდა,რომ ძირითადად პარკირებას ახდენენ ადგილზე დასაქმებული მოქალაქეები:ტაქსები და სავაჭრო ობიექტებში (ბაზარში) მისული მოქალაქეები.ორი ტიპის სადგომებიდან შესაბამისი საჭიროებების მიხედვით (ტერიტორიიდან მოშორებით) განთავსდება დროის მიხედვით ისეთი ტრანსპორტი,რომელსაც უფრო ხანგრძლივად მოუწევს დგომა,ხოლო ობიექტების სიახლოვეს იქნება სადგომი,რომელიც იქნება მოკლედ დროზე გათვლილი.შესაბამისად ფასები იქნება გაანგარიშებული,რომ ბაზრის სიახლოვეს გამოირიცხოს ავტომობილების ერთ ადგილზე თავმოყრა.ასევე აუცილებელია ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის მკვეთრად გამიჯვნა საავტომობილო გზიდან,რაც მისცემს საშუალებას უსაფრთხოდ გადაადგილდეს ქვეითად მოსიარულე.ასევე აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ საავტომობილო გზების ნახაზების განახლება და ცალკეულ უბნებზე დაბრკოლებების შექმნა,რადგან არსებობს ისეთი უბნები ( მაგალითად ჭავჭავაძის გამზირი,რჩეულ მარანთან),სადაც საავტომობილო გზა იძლევა ავტომობილის დიდი სიჩქარით გადაადგილების საშუალებას და იმავდროულად ერთადაა თავმოყრილი ისეთი დაწესებულებები,როგორებიცაა საბავშვო ბაღი,სკოლა და სასტუმრო.ქალაქის მაშტაბით ასევე აუცილებელია გამოიყოს და გაკეთდეს აღნიშვნები ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებად განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში,რადგან  პრაქტიკულად  გადასასვლელები არ არსებობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აუცილებელია ქალაქში მოძრაობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,რომელიც იმოძრავებს მკაცრი გრაფიკით და იმავდროულად იქნება მოსახლეობის (კატეგორია იხილეთ ზემოთ) გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო,რომელსაც შეეძლება მინიმუმ საკუთარი ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა (საწვავი,სათადარიგო ნაწილები,დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება).

 

ქალაქის დასუფთავება

ქალაქის დასუფთავების მხრივ თელავში შექმნილია სერიოზული პრობლემა,რომელსაც განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი.ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთის მხრივ მოძველებული და მეორეს მხრივ ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობაა.პრაქტიკულად დღემდე არაა მოწესრიგებული დასუფთავების გადასახადების ამოღება,რაც განპირობებულია გარკვეულად მოსახლეობის მხრიდან ობიექტური მიზეზების გამო.არასრულფასოვანი მომსახურებით  გართულებულია და თითქმის ნულამდეა დასული მომსახურების საფასურის გადახდა.ჩვენი გუნდის ხედვებით აუცილებელია პირველ რიგში შევქმნათ სერვისისთვის აუცილებელი პირობები,ხოლო შემდეგ დაწესდეს გადასახადი.მნიშვნელოვანი ფაქტორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გახლავთ ის,რომ თელავის ცალკეულ უბნებში აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომები.კერძოდ, თუ კი შესაძლებელია ცალკეულ დასახლებებში (ძირითადად კორპუსები) ურნების განთავსება,არის უბნები,სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული და საჭიროა თვითმცლელით ყოველდღიური  მომსახურეობა (მაგ.ტ/ორგანო „ძველი თელავის სამხრეთ ნაწილი,ტ/ორგანო ალაზანი-კავკასიონის დასავლეთ ნაწილი ბათუმის ქუჩა).

 

ქალაქის ქუჩების ნუმერაცია

დღევანდელი მოცემულობით  ქალაქში კონკრეტული მისამართების 60-70 %-ს  არ გააჩნია ქუჩის და ნომრის  ნიშნულები,რაც თავისთავად პრობლემას უქმნის,როგორც სასწრაფო დახმარებას და სახანძრო სამაშველო სამსახურებს, ასევე მოსახლეობას და ჩამოსულ ტურისტებს.აუცილებელია ერთი წლის განმავლობაში გამოცხადდეს აღნიშნულ საკითხზე ტენდერი და განხორციელდეს ქალაქის სრული ნუმერაცია.

 

მაღლივი კორპუსები

თელავში არსებული 118 კორპუსიდან   თითქმის იდენტურია მთავარი პრობლემები.კორპუსების  უმრავლესობას დაზიანებული აქვს ნალექის საწრეტი მილები,გვაქვს ისეთი კორპუსები (ალაზნის,კავკასიონის,რუსთაველის,ზუზუმბოს)სადაც დღემდე  ნალექის დროს საცხოვრებელ სახლებში ჩამოდის წყალი.პირველ რიგში,მ/წელსვე განვახორციელებთ კორპუსების ინვენტარიზაციას. ამავე წელს ჩავატარებთ სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.ვფიქრობ ზამთრის პერიოდისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულ უნდა იქნას.ასევე კორპუსებში   სადარბაზოების უმრავლესობა საჭიროებს გარკვეული სამუშაოების  ჩატარებას,რომლის აღრიცხვა განხორციელდება მიმდინარე წელს,ხოლო რეაბილიტაცია დაიწყება მომავალი წლიდან.

მემორიალური დაფები

საცხოვრებელ სახლებზე, სადაც ცხოვრობდნენ საზოგადო მოღვაწეები,ეროვნული გმირები,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში გმირულად გარდაცვლილები,გავხსნით მემორიალურ დაფებს.ვფიქრობ ,საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ჩვენი ქალაქის გამოჩენილი ადამიანების პატივსაცემად  მათ ყველა საცხოვრებელ სახლზე  მინიშნებების სახით გავაკეთოთ მემორიალური დაფები.

 

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აუცილებელია სანიაღვრე სისტემის გამართულად ფუნქციონირება. ქალაქის ცალკეულ უბნებზე მოსახლეობას სერიოზული პრობლემებს უქმნის უხვი ნალექი. საჭიროა სისტემის ერთ მთლიანობაში განხილვა,როგორც აუცილებელი პირობა ,რადგან უხვი ნალექის დროს თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების,თუ ეზოების დატბორვა.ჩვენ დავყოფთ აღნიშნულ უბნებს კატეგორიებად და შესაბამისი თანმიმდევრულობით განვახორციელებთ სამუშაოებს.პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა ცენტრალური ხელისუფლების ჩართვით შესაძლებელია 4-5 წლის განმავლობაში.

 

ელექტრო გადამცები და საკომუნიკაციო ხაზის მოძები

ქალაქში არსებული ელექტრო და სხვა საკომუნიკაციო ხაზების ბოძების  50% ამორტიზირებულია.საჭიროა მათი რეაბილიტაცია,რომელიც უნდა განახორციელოს კონკრეტულმა კომპანიებმა,რომლებსაც ეკუთვნის კონკრეტული სამუშაო.მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელდება მონიტორინგი,რომელიც გადაეგზავნება შესაბამის ორგანიზაციებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მოთხოვნილი იქნება კონკრეტული გეგმა და ვადები .სამუშაოების ხარისხიანად და ვადებში განხორციელებაზე ზედამხედველობა დაეკისრება მერიის შესაბამის სამსახურს,სადაც შესაძლებელი იქნება  მოქალაქეთა ჩართულობა.

 

ქალაქის ცენტრში გამავალი ხევი

ქალაქის ხევს ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი ჯებირი,რომელიც უზრუნველყოფდა ერთის მხრივ ხევთან უსაფრთხო მიახლოებას და მეორეს მხრივ ხევის დაბინძურების თავიდან აცილებას.ვფიქრობ აუცილებელია ქალაქში ხევის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდეს ჯებირი, რომელიც იქნება წინა პირობა იმისა,რომ ხევის გასწვრივ შევქმნათ მწვანე ზოლი,რომელიც იქნება  ესტეტიურად ლამაზი,ასევე  უსაფრთხო ადგილი.აღნიშნული პროექტი,ჩვენი დათვლებით შესაძლებელია განხორციელდეს ორი წლის განმავლობაში



ანტიკრიმინალური ქალაქი

მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლების და შესაბამისად შსს მცდელობისა,რათა ქვეყნის მაშტაბით შემცირდეს დანაშაულთა რაოდენობა,ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენი გუნდის  და  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავებული იქნა გარკვეული ხედვები კრიმინოგენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.ჩვენ ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე,როდესაც ხშირია სხეულის დაზიანების, ქურდობის, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირებების შემთხვევები.ვფიქრობთ აუცილებელია მექანიზმების შემუშავება,რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს დამაშაულს.ამისთვის ჩვენ შევქმნით საზოგადოებრივ საბჭოს,სადაც ჩართული იქნება: ქალაქის მერია,შსს შესაბამისი სამსახური,უნივერსიტეტი,სკოლების რესურსცენტრი,საპატრიარქო,ომბუცმენის წარმომადგენელი,არასამთავრობო ორგანიზაციები , საზოგადების წევრები.საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა.აღნიშნული პროექტი ვფიქრობთ  საინტერესო იქნება და წარმატების შემთხვევაში თელავი კიდევ უფრო საინტერესო იქნება,როგორც ქვეყნის მაშტაბით ისე საზღვრებს გარეთ.




მწვანე  ქალაქი

 

აუცილებელია არსებობდეს ქალაქის გამწვანების საშუალო ვადიანი გეგმა,რომელიც გათვლილი იქნება  10-15 წელზე .ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ქალაქის გამწვანების და  ნარჩენების მართვის საკითხებს.ასევე აუცილებელია არსებობდეს:

გეოინფორმაციული საშუალებები ქალაქის დაგეგმარებისათვის/რუკები, ელექტრონული რუკები და ა.შ.

ქალაქში დეტალურად უნდა მოხდეს გამწვანების, ნარჩენების მართვის პრობლემატიკის შესწავლა და შემუშავდეს რეკომენდაციები.

დაწესდეს სტანდარტები მაგ: ქალაქის 20% ს უნდა შეადგენდეს სკვერები.

უნდა შეიქმნას გამწვანებისათვის კრიტიკული ადგილების გეგმა ,ანუ ვიცოდეთ სად, რა და როდის უნდა გავამწვანოთ.

სკვერებში უნდა დაიდგას ბანერები- სკვერების მნიშვნელობისა და მცენარეების აუცილებლობის შესახებ.

სტიქიის შედეგის გათვალისწინებით ვგეგმავთ 10 000 ხის დარგვას...

სკვერების და ქალაქის გარშემო არსებულ მწვანე ზოლებს ეყოლება დაცვა-პირველ ეტაპზე მაინც.

მწვანე ზოლებში მოვაწყოფთ  პირველად რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას.

დავდგავთ ფრინველთა საკვებურებს.

სამოდელო საკომპოსტე ყუთები/რომელიც გამოიყენება ქალაქის გამწვანების საქმეში.

ქალაქი სრულად იქნება უზნულველყოფილი ნაგვის ურნებით, დავიწყებთ ზრუნვას ნარჩენების სეპარირებაზე.ვფიქრობ სრულიად შესაძლებელია სამი წელი,რათა განვახორციელოთ სეპარირება.

უნდა აიკრძალოს ფოთლის წვა/მოხდეს კომპოსტირება.

ქალაქის ადმინისტრაციაში უნდა შეიქმნას ქალაქის გარემოსდაცვისა და გამწვანების სამსახური.

ავამოქმედებთ მოხალისეობის სისტემას განსაკუთრების სტუდენტების  ჩართულობით.

 

აღნიშნული ღონისძიებებს განვახორციელებთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ძალისხმევით.

შიდა საუბნო გზები და გარეგანათება

შიდა საუბნო გზების პრობლემის სიჭარბიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე, შევიმუშავებთ  გრძელვადიან სარეაბილიტაციო გეგმას.შევქმნით კომისიას,სადაც მაქსიმალურად ჩავრთავთ მოსახლეობას,რომელიც განსაზღვრავს კრიტერიუმებს რიგითობის დასადგენად.პირველ ეტაპზე განვახორციელებთ კომისიის მიერ ყველაზე უფრო მეტად დაზიანებული ქუჩემის მინიმალურ დონეზე მაინც მოწესრიგებას,უკვე მიღებული გეგმის მიხედვით.რიგითობის გათვალისწინებით დავიწყებთ ცალკეული უბნების მოასფალტებას,რომელიც გაიწერება თვეების და წლების მიხედვით.

მიუხედავად ნახევარი მილიონით დაფინანსებისა კვლავ პრობლემად რჩება გარეგანათების სისტემის გამართულად მუშაობა,რომელიც ვფიქრობ გამოწვეულია არაეფექტური მენეჯმენტით.დღეის მდგომარეობით მომსახურება გაყოფილია ორ ნაწილად,ერთი კომპანია აწარმოებს ნათურებით და სადენებით უზრუნველყოფას,ხოლო მეორე კომპანია აწარმოებს  მომსახურებას,რაც ქაოსურ მდგომარეობას ქმნის პრობლემების გადაჭრისას.ვფიქრობ აუცილებელია ორივე მომსახურების ერთ კომპანიაში გაერთიანება,რომელსაც  აღებული ექნება ვალდებულება გარეგანათების სრულყოფილად ფუნქციონირებაზე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები,სამუსიკო და სამხატვრო სასწავლებლები

განვახორციელებთ აღნიშნული დაწესებულებების ინვენტარიზაციას და წლების მიხედვით შევიმუშავებთ სარეაბილიტაციო გეგმას.პირველ რიგში მოვაწესრიგებთ საბავშვო ბაღებისთვის კვების ბლოკებს,სველ წერტილებს,საძინებლებს.პირველ ეტაპზე სასწავლებლებს შევუქმნით მინიმალურ სტანდარტებს სწავლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის.

 


ტურიზმის განვითერება

თელავს, როგორც ტურისტულ ქალაქს ქვეყნის მაშტაბით განვითარების უნიკალური შესაძლებლობა აქვს.საქართველოში თელავი  ერთადერთი ქალაქია,სადაც დღემდე არსებობს მეფის სასახლე,რომელიც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვბნელოვანი ფაქტორია,რომელიც იძლევა შესაძლებლობას განვავითაროთ, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმი.ასევე შესაძლებელია  მრავალი წინაპირობის გამო თელავი კახეთის  მაშტაბით  ვაქციოთ აგრო ტურიზმის ცენტრად .ჩვენ უნდა გავხადოთ უფრო მიმზიდველი და უფრო საინტერესო ქალაქი ტურისტების მოსაზიდად. თელავში მოსახლეობის უმეტესობა დაკავებულია კერძო ტურიზმით,რაც მათ შესაძლებლობას მისცემს განავითაროს იგი და გაიუმჯობესოს ეკონომიური მდგომარეობა.აუცილებელია ტურიზმის დეპარტამენტთან,დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნას მოკლე და გრძელვადიანი გეგმები და პოპულარიზება გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით.რამდენიმე ენაზე შევქმნით სპეციალურ ვებგვერდს,რომლის საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ჩვენს ქალაქს როგორც ერთერთ  მთავარ ტურისტულ ქალაქს საქართველოში.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება

არსებული რეალობა რაც  დღეს არსებობს არის ის,რომ მოსახლეობის უმრავლესობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა არ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით.ჩვენ ვდგავართ სავალალო სტატისტიკის წინაშე,როდესაც იგივე ნარკომანიით დაავადებულთა ასაკი მცირდება,ევროპის მაშტაბით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია,რაც საგულისხმოა და ვფიქრობ გასატარებელია გარკვეული სამუშაოები.მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის აუცილებელია:

კულტურული და სპორტული დაწესებულებების ოპტიმიზაცია.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება.

სკოლებს შორის გარდამავალი თასების დაწესება.

სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

წარმატებული სპორტსმენების და ხელოვნების მუშაკთა წახალისება  საჩუქრებით და ფულადი ჯილდოებით

 


თელავის თეატრი

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, თელავის თეატრს ქვეყნის მაშტაბით დაფინანსება ყველა დანარჩენი რეგიონული თეატრებიდან განსხვავებით ყველაზე დაბალი აქვს. თეატრი,რომელის არსებობაც  254 წელს ითვლის.მიუხედავად თეატრის ხელმძღვანელობის და  დასის წარმატებული მუშაობისა,რაც ქვეყნის მაშტაბით,პრემიერებით და სპექტაკლების რაოდენობით პირველ ადგილზეა ,განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას.ზოგადად საქართველოში მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თეატრების სახელფასო ფონდი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან,რაც არათანაბარ პირობებში აყენებს თეატრებს და მათ შორის თელავის თეატრს.მაგალითად ბათუმის ბიუჯეტი თელავის ბიუჯეტისგან განსხვავებით გაცილებით დიდია და შესაბამისად აქვს მეტი შესაძლებლობა თეატრის სახელფასო ფონდი ჰქონდეს უფრო დიდი ვიდრე თელავის თეატრს.ვფიქრობ პირველ ეტაპზე აუცილებელია ქალაქის ბიუჯეტიდან (თელავის ბიუჯეტისთვის იქნება მძიმე ტვირთი,მაგრამ აუცილებელი) გამოიყოს მინიმუმ ორმაგი ოდენობა არსებული დაფინანსებისა,ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში დაიწყოს მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად თეატრის ფინანსური პრობლემების საბოლოოდ მოგვარებაზე.



დასაქმება ქალაქის მერიაში

ქალაქის მერიაში დასაქმების ნებისიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსებში.

 

  • კომისია დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი კადრით.
  • კონკურსი ჩატარდება მაღალი ხარისხის გამჭვირვალობით.
  • კრიტერიუმები შედგება დარგების მიხედვით.
  • პრივილეგია მიენიჭება მაღალ მოტივაციას.
  • გათვალისწინებული იქნება სარეკომენდაციო წერილი.

 

არსებული მანკიერი პრაქტიკა,რომელიც ამ დრომდე გრძელდება სრულად გამოირიცხება.ნეპოტიზმს დავუსვავთ წერტილს.ყველა ნიჭიერი და მაღალი უნარების მქონე მოქალაქეს ექნება რეალური შანსი გახდეს ქალაქის მერიის თანამშრომელი.ასაკი არ იქნება განმსაზღვრელი სამსახურში ასაყვანად.ვაკანტური თანამდებობის  დაკავება თანაბრად შესაძლებელი იქნება შრომის უნარის მქონე  საქართველოს მოქალაქისთვი.პრიორიტეტი მიენიჭებათ ადგილობრივ მოქალაქეებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30