ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქალაქ თელავის მერობის კანდიდატის ზაზა დევიძის საარჩევნო პროგრამა
ქალაქ თელავის მერობის კანდიდატის ზაზა დევიძის საარჩევნო პროგრამა

ზოგადი ხედვა


თელავი ერთერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. მის განვითარების ამოსავალ წერტილია სამი ძირითადი ნიშანსვეტი. რომლის ირგვლივ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარება.
ესენია:
1. თელავის ისტორიული მუზეუმი
2. თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი.
3. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი


განვითარება და ეკონომიკა

1. თელავის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ეთრერთი საფუძველია მისი კულტურულ - საგანმანათლებლო - ტურისტული რესურსების გონივრულად და მიზანდასახულად გამოყენება. ამ სფეროების ერთმანეთთან გონივრული დაკავშირება იქნება უდიდესი ბიძგი ქალაქში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებისთვის.
2. შედგება ქალაქის ურბანული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასთან.
3. მოხდება ქალაქის საჯარო სამსახურებში შტატების ოპტიმიზაცია და ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა. დაზოგილი ხარჯები სრულად გადანაწილდება სოციალურ პროექტებზე.


ურბანული განვითარება/ ქალაქდაგეგმარება/ბინათმშენებლობა

1. ქალაქის ადმინისტრაციული დაყოფიდან გამომდინარე შეიქმნება მუშა საინიციატივო-საინფორმაციო ჯგუფების, რომლებიც ოპერატიულად გადაჭრიან ყველა პრობლემას.
2. ქალაქის პერიფერიულ უბნებში ჩატარდება კომპლექსური საგზაო-სარემონტო სამუშაოები და მოხდება სანიავღვრე ქსელის სრული რეაბილიტაცია. (სანიაღვრე ქსელის გამტარიანობის გაზრდა)
3. გამკაცრდება ადმინისტრაციულ დონეზე ქალქის ქუჩების მიზანმიმართული დანაგვიანება სამშენებლო ნარჩენით.


ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი

1. საჭიროა წყლის პოტენციური რესურსების მაქსიმალური მობილიზება და კოლექცია. მოწესრიგდება მრიცხველების საკითხი.
2. მოხდება საკანალიზაციო ქსელის რეაბელიტაცია.
3. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობის ყველა სოციალურ ჯგუფს ისარგებლოს დაბალი ტარიფით. შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ: სტუნდენტები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შ შ მ პირები.
4. მოხდება ქალქის ყველა ქუჩაზე საგზაო ნიშნების და ღამის შუქამრეკლების მონტაჟი. ასევე ქალაქის ცალკეულ ქუჩებზე გაკეთდება „მწოლიარე პარტული“,
5. მოხდება ქალაქის სატროტუარო ქსელისა და ღამის განათების სრული რეაბილიტაცია.
6. ქალაქში მოგვარდება პარკინგის პრობლემა.
7. მოხდება შშმ პირთა უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათთვის ურბანულ დონეზე მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო შექმნება.


კულტურა და განათლება

1. მოხდება ტრადიციული ფესტივალების სტიმულირება და ფართოდ წარმოჩენა. ინიცირებული იქნება სახელმწიფო მასშტაბის ახალგაზრდული ფესტივალის მოწყობა და მისი ტრადიციად ქცევა.
2. კულტურის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად ეტაპობრივად მოხდება თანხების მოძიება, რომლითაც მოწესრიგდება ერეკლეს სახლ-მუზეუმი. აღდგება ეთნოგრაფიული მუზეუმი და სამხატვრო გალერეა.
3. სკოლებისათვის ქალაქის მერიის ხელშეწყობით (რაციონალურ-ფინანსური დახმარება) მოხდება სამეცნიერო- საგანმანათლებლო მიზნით მოსწავლეთა ჩართვა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სამუზეუმო-საფონდო საქმიანობაში. ქალაქის მასშტაბით აღდგება მოსწავლეთა ოლიმპიადები. სატრანსპორტო გადასახადისაგან განთავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და შშმ პირი ბავშვები.


უსაფრთხოება და კრიმინალი

1. შს სამინისტროს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის დახმარებით ჩატარდება აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები
2. მოვახდენთ ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებას და საზოგადოების ინფორმირებას, (სააგიტაციო მასალების და სარეკლამო რგოლები),თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ნარკოდამოკიდებულება ახალგაზრდობაში.
3. მოვახდენთ ინიცირებას, რომ ქალაქში მოხდება საპატრულო ეკიპაჟების დამატება და აღდგეს ქვეითი პატრულის სამსახური.


ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა

1. მუნიციპალურ ბიუჯეტში კალკულაციის შედეგად გამოიყოფა რაციონალური ფინანსური სახსრები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქალაქის სამედიცინო სტაციონარებში გარკვეული რაოდენობის პაციენტთა სრული მედიკამენტოზური უზრუნველყოფა და მათთვის ისეთი გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება, რომელთაც არ ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.
2. დაწესდება შეღავათები მოსახლეობისათვის კომუნალურ და სატრანსპორტო სფეროში;
3. საბიუჯეტო სახსრებით და კერძო სექტორის დახმარებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მოეწყობა უფასო სასადილო და მათ სეზონურად გადაეცემათ ერთი ხელი ტანსაცმელი.
4. უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისათვის მოეწყობა თავშესაფარი.


ეკოლოგია, რეკრეაცია და სპორტი

1. მოხდება ქალაქის მთავარი სანიაღვრე არტერიის ე.წ. „ხევის“ ინფრასტრუქტურის კაპიტალური რემონტი, ,,ხევის“ მიმდებარე ტერიტორიის და ქალაქის შემოგარენის განაშენიანება მწვანე ნარგავებით.
2. მოწესრიგდება ნადიკვრის რეკრეაციული ზონა და შესაძლებლობის ფარგლებში დაუბრუნდება პირვანდელი სახე. ზაფხულის სეზონზე იმუშავებს დამხმარეპერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს პარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას.
3. ქალაქს დაუბრუნდება სპორტული ტრადიციები. მერიის ინიცირებით აღდგება თელავის საფეხბურთო კლუბი და მოხდება სტადიონის რეაბილიტაცია.
4. მოვაწყობთ უპატრონი ცხოველების თავშესაფარს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30