ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კუკავას საარჩევნო პროგრამა
 ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კუკავას საარჩევნო პროგრამა
„აირჩიე  ცვლილებები“

დასაქმება და ეკონომიკური განვითარება:
1. გაიცემა შეღავათიანი მუნიციპალური სესხები მცირე და საშუალო მეწარმეებზე;
2. მცირე მეწარმეებისთვის დაწესდება ფიქსირებული გადასახადები;
3. გადაიხედება მონოპოლიური ფასები და ხელშეკრულებები მიკროავტობუსების კომპანიასთან და „სიტი პარკთან“;
4. უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ კანონიერ მესაკუთრეებს;

ქალაქის განვითარება:
5. თბილისის ისტორიულ და მწვანე ზონაში აიკრძალება მშენებლობა;
6. გაფართოვდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომები;
7. თვითმმართველობა დააფინანსებს ავარიული უბნების რეაბილიტაციას;

თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები:
8. გაიზრდება არასრულწლოვანების მწვავე ოპერაციების თანადაფინანსება, მ.შ. საზღვარგარეთ;
9. თვითმმართველობებს გადაეცემა მართვაში პოლიკლინიკები და სკოლების მართვა, აშენდება ახალი ბაგა - ბაღები;
10. ნიჭიერი სტუდენტების გრანტი დაფინანსდება სრულად (100%);
11. თბილისის თვითმმართველობა დააფინანსებს მრავალშვილიან ოჯახებს;
12. გაიხსნება სოციალური სახლი უსახლკარო თბილისელებისთვის;
13. შემცირდება მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელთა ხელფასები, ავტომანქანების და სამივლინებო ხარჯები;

თვითმმართველობის რეფორმა:
14. თვითმმართველობებს დაუბრუნდებათ ჩამორთმეული საბიუჯეტო შემოსავლები;
15. მიწების, საძოვრების და ტყეების პრივატიზების უფლებამოისილება გადაეცემა თვითმმართველობებს;
16. თვითმმართველობები ხელს შეუწყობენ შიდა ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის გასაღებას;

გრძელვადიანი ვალდებულებები
(ურთიერთობები ცენტრალურ ხელისუფლებასთან):

17. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები;
18. სამართლებრივი რეფორმა: მოსამართლეთა არჩევითობა და დამოუკიდებელი პროკურორები;
19. გადაიხედება კაბალური საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ კრედიტებზე;
20. პენსიები გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით;
21. სახელმწიფო შეზღუდავს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მეზობელი ქვეყნებიდან;
ბეჭდვა