“საქართველოს ლეობორისტული პარტიის ”თბილისის მერობის კანდიდატის, ასმათ ტყაბლაძის, საარჩევნო პროგრამა
1. დედაქალაქელებისთვის, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, თბილისში ჩატარდება გამოკითხვა-პლებისცისტი.
2. გაუქმდება ხელშეკრულება ,,სითი პარკთან” და ავტომანქნების პარკირების მოწყობა გადავა მერიის უზრუნველყოფის ქვეშ.
3. ტროტუარები განთავისუფლება ავტოსადგომებისგენ და აშენდება მიწისქვეშა ავტოსადგომები.
4. სავალდებული გახდება ბაზრების და ბაზრობების კეთილმოწყობა და სანიტარული უზრუნველყოფა. დავიწყებთ ბრძოლას (საკრებულოში, ჩვენი დეპუტაციასთან ერთად), ფიქსირებული გადასახადის დაწესებისთვის.
5. მერიის ბიუჯეტში ჩაიდება, მცირე და საშულაო ბიზნესის განვითარებისთვის, უპროცენტო (დაბალპროცენტიანი) გრძელვადიანი სესხები. ეს ადამიანები 1-2 წლით გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.
6. შემცირდება გადასახადები ყველა კომუნალურ გადასახადზე. სოციალურად დაუცველებისთვის და პენსიორებისთვის დაწესდება ვაუჩერები.
7. მგზავრობა უფასო იქნება სოციალურად დაუცეველების, პენსიონერებისთვის და სტუდენტებისთვის.
8. სოციალურად დაუცველები და უმუშევრები მიიღებენ დახმარებას, რომლებიც ჩაჯდება საარსებო მინიმუმში.
9. შეიქმნება სოციალაურად დაუცველთა ფონდი, რომელიც იზრუნებს უსახლკარო თბილისელების დაბინავებაზე. Aამ მიზნით,შეიძლება მოხდეს ძველი, უფუნქციო შენობების აღდგენა, ახალი სოციალური სახლების აშენება და მშენებარე სახლებში ბინების ათი პროცენტი მშენებელმა კომპანიამ გადასცეს უბინაოებს. (ეს არ იქნება ბიზნესმენებზე ზეწოლა, რამდენადაც ბიზნესნებს ვეღარავინ გამოართმევს ცნობილ 10 პროცენტიან ,,ატკატს”. (ეს შეიძლება იყოს დროებით სარგებლობაში. არ შეეძლებათ გაყიდვა. თუ მათ მიეცამათ მომავალში საკუთარი სახლების შეძენის საშუალება, ეს ბინა გადაეცამა სხვა უსახლაკროებს).
10. წინადადებით შევალ საკანონდებლო ორგანოში საპენსიო ასაკის დაწევასა და პენსია-სოციალური დახმარებების მომატებაზე).
11. დედაქალაქში აშენდება თითო-თითო მუნიციპალური საბავშვო და მოზრდილთა საავადმყოფოები და სამშობიარო. ყველა რაიონში იქნება ერთი პოლიკლინიკა.
12. უსახლკაროებისთვის შეიქმნება თავშესაფარი.
13. უპატრონო ბავშვებისთვის დაარსდება სკოლა-ინტერნატი.
14. აშენდება და გაფართოვდება ბიუჯეტზე მყოფი საბავშვო ბაღები.
15. შეიქმნება და ბიუჯეტიდან დაფინანსდება პროფესიული სასწავლებლები უპატრონო და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის.
16. სოციალურად დაუცველების და პენსიონერებისთვის საჭირო მედიკამენტების ღირებულებას მერია დააფინანსებს.
17. ხელშეუხებელი იქნება და განვითარდება რეკრეაციული ზონები
18. მერიაში, საუკეთესო არქიტექტორების და ურბანისტებისგან შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს ქალაქის დაგეგმარებასა და არქიტექტურაზე.
19. უნდა მოხდეს ნგრევის პირას მისული ძველი თბილისის რესტავრაცია, როგორც კერძო ბუნების, ისე სახელმწიფო დაწესებულებების შენობების (მაგალითად, სამხატვტრო აკადემიის შენობის) ახლის მშენებლობები მხოლოდ ძველი თბილისი იერსახის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
20. Aუცილებლად ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე ტენდერები და არა წინასწარმორგებული რომელიმე კომპანიაზე.
21. გაგრძელდება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ყველას მხარის ინტერესების გათვალიწინებით.
22. გაკეთდება შემოვლითი საავტომობილი გზები.
23. შეწყდება ქალაქში უკანონოდ დაწყებული მშენებლობები. მშენებლობა იქნება მხოლოდ ახალ უბნებზე, ამით განიტვირთება ცენტრი და შენარჩუნდება ქალაქის იერსახე.
24. დასაქმება დედაქალაქის საბიუჯეტო ორგანიზაციებში _ დარჩებიან ძველი პროფესიონალი კადრები, ვაკანსიებზე გამოცხადდება კონკურსები, მაგრამ არა მხოლოდ ფორმალურად. Aსაბიუჯეტო ორგანიზაციები არ იქნება პარტიული ნიშნით დასაქმების სააგენტო.
25. აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მაგრამ მკაცრი კონტროლი განხორციელდება, როგორც დაგებულ ასფალტზე, ისე მშენებლობებზე. ასევე გაგრძელდება სადარბაზოების, ლიფტების და სახურავების პროექტი.