ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”რეფორმატორები”-ს სამოქმედო პროგრამა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”რეფორმატორები”-ს სამოქმედო პროგრამა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები” დაფუძნდა 2014 წლის 8 აპრილს. პრიორიტეტული თემებია: საგარეო პოლიტიკაში - დასავლური მიმართულება. ეკონომიკაში - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება.

1. ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება

- ქვეყნის უსაფრთხოებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება;

- საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება;

- ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, რომელიც მიმზიდველს გახდის საქართველოში ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

- საქართველოს სახელმწიფო გააგრძელებს მშიდობიანობის, კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან;

- კიბერ და ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება;

- ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა;

საგარეო პოლიტიკა

- საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში;

- თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას;

- ევროპასთან ინტეგრაციული პროცესების განვითარება;

- ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული ღია, პარტნიორული და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან;

- კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება;

- ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება თურქეთთან, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა;
- საქართველოს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის გაძლიერება;

- ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში ქართული საჯარისო ნაწილების საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ISAF-ის ოპერაციებში;

- დიასპორებთან ურთიერთობა

- საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

ეკონომიკა

- მრავალფეროვანი და მიმზიდველი, თავისუფალი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო , თავისუფალი სავაჭრო კავშირები დიდ და პერსპექტიულ ბაზრებთან, კაპიტალის, საქონელისა და მომსახურების მოძრაობის და მიწოდების თავისუფლება;

- თავისუფალი, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, კონკურენციის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება;

- თავისუფალი, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, მცირე ბიზნესის ხელშეწყობი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება;

- ქვეყანაში არსებული ლიბერალური საინვესტიციო გარემო და თანაბარი პირობები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებისათვის;

- სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თვისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკა, შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე;

- საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის გზით სახელმწიფო საკუთრების (რომელიც არ არის აუცილებელი სახელმწიფო ფუნქციების შესასრულებლად) გადაცემა ან გაყიდვა;

- საკუთრების უფლების დაცვა;

გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა


- ფუნდამენტური საგადასახადო რეფორმა;

- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების, დამატებების და შესწორებების შეტანა მხოლოდ, წინასწარი საჯარო განხილვების საფუძველზე;

- საგადასახადო კანონმდებლობაში მაქსიმალურად გამოირიცხოს ორმაგად წასაკითხი და რთულად განსამარტი დებულებები;

- საგადასახადო ადმინისტრირების კომპონენტის ლიბერალიზაცია, საგადასახადო კონტროლის მექანიზმების შემცირება და პროცედურების გამარტივება;

- აიკრძალოს ბიზნესის, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის წინასწარი დალუქვების, მიმდინარე საქმიანობის შეჩერებისა და დაყადაღების პრაქტიკა, კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული ერთეული გამონაკლისების გარდა;

- გამარტივდეს ჯარიმების სისტემა. ჯარიმების ოდენობა და განაკვეთები უნდა იყოს დანაშაულის ან დარღვევის ადეკვატური და არ უნდა წარმოადგენდეს ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს.

- არსებული საგადასახადო განაკვეთების შემცირება;

ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა


- მაღალხარისხიანი ჯანდაცვის მიღწევის მიზნით გაგრძელდება რეფორმები სადაზღვევო სისტემის განვითარებისათვის, რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს მაღალხარისხიანი ჯანდაცვის მისაღებად, მათვე მიეცემა არჩევანის უფლება ჩაერთოს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სადაზღვევო სქემებში.

- შეიქმნება სპეციალური პროგრამები საშიში და გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;

- უნდა მოწესრიგდეს შრომითი ხელშეკრულებები მედპერსონალთან, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული მათი უფლებები;

- სისტემატურად მოხდეს პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.

- მიგვაჩნია რომ, ქვეყანაში უნდა იყოს, ერთის მხრივ, საბაზისო პენსია, რომელიც მიბმული იქნება საარსებო მინიმუმთან და ინფლაციის კვალობაზე ყოველწლიურად დაექვემდებარება ინდექსაციას, გაზრდას. საბაზისო პენსიით ისარგებლებენ სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერები. მეორეს მხრივ, უნდა შემოვიღოთ პენსიის დაგროვებითი სქემა. დღეს დასაქმებული მოქალაქეების პირად ანგარიშზე დაგროვდება მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. საპენსიო ასაკის დადგომისას ისინი მიიღებენ როგორც საბაზისო პენსიას, ასევე მათ პირად ანგარიშზე დაგროვილ თანხას.

- შემოღებულ იქნას სპეციალურ საპენსიო განაკვეთი, რომელიც უნდა დაენიშნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ვეტერანის სტატუსის მქონე პირებს. საპენსიო განაკვეთის ოდენობა საარსებო მინიმუმზე 30%-ით მეტი უნდა იყოს. იმ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ვეტერანის სტატუსის მქონეთათვის, რომლებიც ამავდროულად მარტოხელა პირის სტატუსს ფლობენ და დამოუკიდებლად გადაადგილებისა და საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, საპენსიო განაკვეთი უნდა გაორმაგდეს.

- მიგვაჩნია რომ, „დიასახლისი“ ქალბატონები, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ შვილებს და უძღვებიან საოჯახო საქმეებს, სოციალურად დაცულნი უნდა იყვნენ. მათ უნდა მიიღონ ყოველთვიური დახმარება სახელმწიფო სამსახურში დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობით, სამედიცინო დაზღვევა და მომავალში სახელმწიფო პენსია.


განათლება


- უნდა მოხდეს განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია და გაიზარდოს სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია;

- აუცილებლობას წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებლებს შორის კონკურენციის შემდგომი განვითარება, სწავლებისა და კვლევის კიდევ უფრო ინტეგრირება და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის გაძლიერება.

- სახელმწიფომ ხელი უნდა შეეწყოს საუნივერსიტეტო მეცნიერების გაძლიერებას, მეცნიერების ყოფითი პრობლემების მოგვარების და შემდგონი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეწყობას დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის გზით;

- საჭიროა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი მომზადების სისტემის სრულყოფა;

ეროვნული უმცირესობა


-ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ჭეშმარიტად პლურალისტული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს მოსახლეობის თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რისთვისაც ხელი უნდა შეეწყოს უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას, მათ ინტეგრირებას, განათლებას და ეკონომიკურ განვითარებას.

- ეროვნული უმცირესობის საგანმანათლებლო მხარდაჭერა და ქართული ენის აქტიური სწავლება.


სოფლის მეურნეობა


- სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია. ძლიერი სოფელი მოსახლეობის ხარისხიანი და იაფი პროდუქციით უზრუნველყოფის გარანტიაა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გლეხურ მეურნეობებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდებით, იაფი და გრძელვადიანი სესხებით, აგროდაზღვევითა და საბიუჯეტო სუბსიდიებით;

- ხელი უნდა შეუწყოთ ოჯახური მეურნეობების განვითარებას. ასეთი ტიპის მეურნეობებისათვის გრძელვადინი და დაბალპროცენტიანი კრედიტებით უზრუნველყოფის კუთხით.


სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკა


- ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და სპორტში ახალგაზრდების ფართო ფენების მოსაზიდად აუცილებელი პირობების შექმნა.

- სპორტის პოლიტიკის გაუმჯობესება, სპეციალისტთა, ექსპერტთა მომზადება, მათი სოციალური და იურიდიული დაცვა.

- ინვესტიციების მოძიება ქართული სპორტის განვითარებისათვის.

- ,,ეროვნული“ სპორტის სახეობებისათვის წვრთნისა და შეჯიბრების პროცესში უახლესი მეცნიერული ტექნოლოგიების, მიღწევების დანერგვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30