ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
№7 – „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”
№7 – „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

ხელმძღვანელი: მიხეილ სალუაშვილი

უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოსკენ!
ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, და ჩემს კანდიდატურასთან ერთად, ერთხმად დაამტკიცა საპრეზიდენტო პროგრამა, საერთო სახელდებით - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.
უშუალოდ პროგრამის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ნება მიბოძეთ მოკლედ გაგაცნოთ ჩვენი პარტიის მიერ განვლილი გზა, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

პოლიტიკური აქტიურობის ეტაპი
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ცხადი გახდა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებს ძლიერ შეგვეზღუდებოდა სამოქმედო არეალი.
ზემოთქმული გახდა კიდეც მიზეზი თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფისათვის, რათა შეგვექმნა ახალი პ/გ, რომელიც, ხალხის ნებაზე დამყარებით, ღია, ლეგალური მეთოდებით იბრძოლებდა - ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისათვის.
1990 წლის 10 იანვარს გამართულ ყრილობაზე დაფუძნებული პარტიის სახელწოდებაც შესაბამისად განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“. პარტიის თავმჯდომარედ - მე გახლდით არჩეული.

1992 წლის 11 თებერვლის გაზ. „თბილისის“ ფურცლებზე პარტიის წესდების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა - ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვლით დათარიღებული - „მიმართვა ქართველი ერისადმი“. რომლის მთავარი სულისკვეთება მთლიანად ეხმიანებოდა ჩვენს მიერ არჩეულ სამოქმედო გეგმას.
კერძოდ, აღნიშნულ მიმართვაში ბატონი ზვიადი ბრძანებდა:
„... სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდით“
[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, თბ. 1996 წ. გვ.398-399].

იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენი პარტიის რეგისტრაცია - 1992 წ. 2 აპრილს განახორციელა.

1992 წ. 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეთათვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში, შევეცადეთ გვემხილებინა ქვეყანაში გამეფებული უკანონო რეჟიმი და გამოსავლის გზებიც გავაცანით მსმენელს. სამწუხაროდ, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვება.

1993 წლის 9 აპრილიდან რეგულარული გამოსვლა დაიწყო ჩვენი პარტიის წევრთა ძალისხმევით გამომავალმა გაზეთმა - „არჩევანი“.

გაზ. „არჩევანის“ 1993 წ. 26 მაისის ნომერში, პირველად საქართველოს ისტორიაში ღია განხილვისათვის დაიბეჭდა ჩვენს მიერ მომზადებული „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ პროექტი, რომელიც ოფიციალურად წარედგინა - საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების მიზნით შექმნილ კომისიას;
იმავე წლის - ივლისის თვეში მოეწყო კონსტიტუციის პროექტის სატელევიზიო განხილვა.

1993 წლის ივლისის თვეში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრ - გივი თაქთაქიშვილთან, უზენაესი საბჭოს წევრებთან - ირაკლი კენჭოშვილსა და ავთანდილ კვეტენაძესთან ერთად, კონსულტაციის მიზნით ვეწვიეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფ, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას.
ჩვენი საქმიანობის თაობაზე მოკლე ანგარიშის გაცნობის შემდეგ, ბატონ ზვიადს გავაცანით ჩვენი ინიციატივა - საქართველოში მომქმედი დე-იურედ არსებული კანონიერი და დე-ფაქტოდ მომქმედი უკანონო ხელისუფლების წარმომადგენლობით დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის თაობაზე, რომელსაც, მისი თანხმობის შემთხვევაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი - ასლან აბაშიძე ჩაუდგებოდა სათავეში.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მიღებული თანხმობის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრ, ბატონ გივი თაქთაქიშვილთან ერთად, 1992 წლის აგვისტოს თვეში, ბათუმში ვეწვიეთ ბატონ ასლან აბაშიძეს, რომელმაც სრულად გაიზიარა ჩვენი ინიციატივა.

1993 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე- სახელმწიფო მეთაურის თანამდებობის მატარებელ ედ. შევარდნაძეს, პირადად გადავეცი გაზ. „არჩევანში“ გამოქვეყნებული, 3 სექტემბრით დათარიღებული, ჩვენი ინიციატივის შემცველი - ღია მიმართვა.

სამწუხაროდ, 1993 წლის 7-8 სექტემბერს, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში, ასლან აბაშიძის ხელმძღვანელობით გამართულ ორმხრივი დელეგაციის წევრთა შეხვედრებს, მიზეზთა გამო, დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

ქართველთა შორის ერთობის დამყარების ამ უკანასკნელი უშედეგო მცდელობით გათავხედებულმა ძალებმა 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე დროებით შეწყვეტილი საომარი ოპერაციები - განაახლეს.

1993 წლის 24 სექტემბერს საქართველოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდიას მცდელობას - ერთობლივი ძალებით განეხორციელებინათ, მოძალადე მტრული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა - დე-ფაქტო ხელისუფალის მხრიდან გადადგმული მოღალატური ნაბიჯები მოჰყვა, რის შედეგადაც:
1. 1993 წლის 27-20 სექტემბერს - აფხაზეთის ავტონომიიდან ქართველების მასიური გამოდევნა მოხდა;
2. 1993 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ედ. შევარდნაძის მოწვევით რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთები ღიად გამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ;
3. 1993 წლის 31 დეკემბერს მოწამეობრივად აღესრულა - საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

1994 წლის 24 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების წლისთავზე, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით:
1. შეიქმნა - ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისია;
2. დაწესდა - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია.

1995 წლის 31 მარტს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, დასახელდა - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი ლაურიატები. ესენი გახდნენ:
1. პოლიტიკის სფეროში:
ა) პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა“;
ბ) ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი - ჯოჰარ დუდაევი;
2. ადამიანის უფლებათა სფეროში:
ა) გაზეთი „იბერია სპექტრი“ და მისი დამფუძნებელ-გამომცემელი, ბატონი - ირაკლი გოცირიძე;
ბ) ადამინის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციაში [„ემნესტი ინტერნეიშენი“] საქართველოს განყოფილების სპეციალური მკვლევარი - ვანდა ვანზიდლერი;
3. ლიტერატურის სფეროში: მუხრან მჭავარიანი;
4. პუბლიცისტიკის სფეროში: ელიზბარ ჯაველიძე.

ჩვენი პარტიის წევრთა ძალისხმევით 1995-1996 წლებში მომზადდა და გამოიცა - ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის შემცველი 9 კრებული.

ჩვენი პარტია, საარჩევნო ბლოკ - „ზვიადის გზა - ხმა ერისა“-ს სახელით, მონაწილეობას იღებდა 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. ტოტალური გაყალბების შედეგად, დაწესებული 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ჩვენი საარჩევნო ბლოკის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა, საბოლოოდ მხოლოდ - 1,8 % -ით შეფასდა.

1996 წლის 9 აპრილიდან გამოსვლა დაიწყო გაზ. „არჩევანი“-ს დამატებამ, გაზეთმა - „ზვიადის გზა“-მ.

1996 წელს ამოქმედებული - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი განხილვის საგნად იქცა, ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი -„1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების“ თაობაზე. სამწუხაროდ ედ. შევარდნაძის პოლიტიკური რეჟიმის ამ სტრუქტურულმა რგოლმა ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა.


მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის I მ/რ, II კორპ. ბინა 95

ტელ.: 0 (532) 263-63-36

ელექტრონული ფოსტა: gelasaluashvili@yahoo.com

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31