ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
№11 – „ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები”
№11 – „ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები”
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები” დაფუძნდა 2014 წლის 8 აპრილს. ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა: ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური გაერთიანების - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პირადი ანგარიშსწორების გამო, ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ აღარ ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი საქართველოს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური სტრატეგია. ტოტალური ეკონომიკური ვარდნის ფონზე, უმუშევრობით და ხელისუფლების უმოქმედობით უკმაყოფილო მოსახლეობის კონტროლს ხელისუფლება ერთჯერადი სოციალური პროექტებით ცდილობს. მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებით არაერთხელ მოტყუებულ მოქალაქეებში პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ნიჰილიზმმა დაისადგურა.

სწორედ ამ რეალობამ გააჩინა მოთხოვნა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულიყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ასოცირდებიან არც ერთ აქამდე მოქმედ, საეჭვო რეპუტაციის პარტიასთან. პოლიტიური გაერთიანება „რეფორმატორების“ შექმნა - ეს იყო პასუხი ამომრჩევლის მოთხოვნაზე

„რეფორმატორები“ - ესაა მემარჯვენე ლიბერალური და დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური გაერთიანება

„რეფორმატორები“ - ესაა გუნდი, რომელსაც ზუსტად აქვს განსაზღვრული ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური და შიდა ეკონომიკური ვექტორები.

„რეფორმატორები“ - ესაა პარტია, რომლის სამოქმედო გეგმის ძირითადი აქცენტები პირველ რიგში მიმართულია ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებაზე, ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, სოფლის მეურნეობის ხელისშეწყობაზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების სრულყოფაზე.

„რეფორმატორები“ - ესაა წარმატებული ბიზნესმენების, იურისტების, ეკონომისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელსაც აქვს საკმარისი პროფესიული გამოცდილება, რომ შეასრულოს სამოქმედო პროგრამის ყველა პუნქტი და კიდევ ერთხელ არ მოატყუოს მოსახლეობა ფუჭი დაპირებებით

ჩვენ თქვენთან ერთად შევცვლით რეალობას


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31