ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა ფერადი პლაკატების გაკვრა დაიწყო

წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა ფერადი პლაკატების გაკვრა დაიწყო ოზურგეთის ცენტრალური ქუჩების საერთო საცხოვრებლების ფასადებიდან დაიწყეს (დოლიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის). `გურია ნიუსი~ შეეცადა მოქალაქეების პოზიცია დაეფიქსირებინა იყვნენ თუ არა გაფრთხილებულები, რომ მათი საცხოვრებლის ფასადებზე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პლაკატებს გამოაკვრავდნენ.

ნელი ჩხაიძე (ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრები)_ გაფრთხილებული ნამდვილად არ ვიყავი, დაახლოებით ღამის სამ საათზე ქუჩიდან ხმაური შემომესმა. ჩემს საცხოვრებელთან ახლოს არის კაფე-ბარი და ვიფიქრე ხმაური კაფიდან გამოდიოდა. დილით, რომ ავდექი ვნახე `ნაციონალური მოძრაობის~ პლაკატები იყო გაკრული. მე არც პოზიციონერი ვარ და არც ოპოზიციონერი, ვარ ნეიტრალური მოქალაქე, საერთოდ ასე ხდება წინასაარჩევნოდ ჭრელდება ქალაქი და შემდეგ ამის ჩამოხსნაზე და გასუფთავებაზე არავინ აღარ ზრუნავს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სპეციალური ადგილი უნდა გამოყოს პოლიტიკური პლაკატების განთავსებისთვის

ინდმეწარმე დალი წიტაიშვილი (დოლიძის ქუჩა) _წინა არჩევნებზე ამ საცხოვრებელი ბინის წინა ფასადზე ბინძური სიტყვები და გამოთქმები საღებავებით ააჭრელეს, რომელიც შემდეგ საღებავებითვე გადაშალეს. ახლა გააკრეს პოლიტიკური პლაკატები მთელს სიგრძეზე. არც წინა არჩევნებზე, არც ახლა არავის არ უკითხავს, არც ჩემთვის და არც არავისთვის. ეს ასე ხდება ყოველთვის ყველა არჩევნებზე.

დოლიძის ქუჩის სხვა მცხოვრებლებმაც იგივე გვიპასუხეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ტოგო ჭელიძე `გურია ნიუსთან~ საუბარში აღნიშნავს, რომ პირველ რიგში კანონმდებლობით არის გათვალისწინებული სად არ შეიძლება პოლიტიკური პლაკატების გამოკვრა, ამის შესახებ დადგენილება უკვე მიღებულია. ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაადგინოს სად შეიძლება პოლიტიკური პლაკატების გამოკვრა. სპეციალური სტენდების ორგანიზება, ასეთი დადგენილება საკრებულოს მიღებული აქვს წინა არჩევნების დროსაც, რომელიც ახლაც ძალაშია.

`რაც შეეხება კერძო მესაკუთრის ფართზე პოლიტიკური სააგიტაციო მასალების გაკვრას, უნდა იყოს შეთანხმებული ზეპირსიტყვიერად მაინც მესაკუთრესთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს შეუძლია ჩამოხსნას ეს პლაკატი. რაც შეეხება საერთო საცხოვრებლის ფასადებზე პოლიტიკური რეკლამის გამოკვრას ამ შემთხვევაში შეთანხმება უნდა ხდებოდეს ამ ბინის ამხანაგობასთან. ვინაიდან ოზურგეთში მასობრივად არ არსებობს საერთო საცხოვრებლის ამხანაგობები, ასეთი შეთანხმების მიღწევა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული~, _ამბობს ჭელიძე. მისივე თქმით, მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალურად უნდა ეცადონ ამომრჩეველთან ახლოს მიიტანოს ის საარჩევნო პროგრამა თუ მათი პოლიტიკური ხედვა, რის გამოც მხარი უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა და უნდა გაითვალისწინოს, რომ პლაკატების მასობრივი გამოკვრა ნაკლებ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ანუ არ ცვლის მათ პოლიტიკურ ხედვებს.

#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დადგენილებით ადმინისტრაციულ შენობებზე პოლიტიკური პლაკატების გამოკვრა იკრძალება, დაწესებულია შესაბამისი ჯარიმები, _ რაც შეეხება კერძო პირს, რომელსაც სურვილი არ აქვს მისი კუთვნილი ფართი პოლიტიკური პლაკატისთვის გამოიყენონ, შეუძლია პლაკატი ჩამოხსნას – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თენიეშვილმა.

პლაკატების გაკვრიდან რამდენიმე საათში ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებზე პლაკატები ჩამოხეული იქნა, რაზეც მოსახლეობას უარყოფითი რეაქცია აქვთ.

_ბოლომდე კედლიდან მოშორება ვერ მოახერხეს, ეტყობა წებოთი არის გაკრული, შეღებილი ფასადები არჩევნებამდე პლაკატების გალერეად გადაიქცევა  გვითხრეს ოზურგეთელებმა.

გურია ნიუსი

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა