ალექსი ძულიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ალექსი ძულიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

ალექსი ძულიაშვილი დაიბადა 1967 წლის 8 მაისს, თელავში.

განათლება:

1984  წელს დაამთავრა თელავის მე-8 საშუალო სკოლა;

1991 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქოდა სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი.

1993-1995 წლებში სწავლობდა გერმანიაში კუნცნერის სახელობის სამშენებლო აკადემიაში წარმოების ორგანიზაციის, დაგეგმვისა და მართვის სპეციალობით.

ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

სამუშაო გამოცდილება:

1997-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში კახეთის მხარის კოორდინატორად;

1999-2006 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდულ ცენტრი „ავანგარდის“ გამგეობის თავმჯდომარე;

2002-2006 წლებში იყო ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

2002-2010 წლებში მუშაობდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტ „კავკასიის ქალაქთა ქსელი“ კოორდინატორად;

2010-2014 წლებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ძლიერი მუნიციპალიტეტის“ თავმჯდომარე;

2013 წლიდან კახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის დირექტორი

2011
წლიდან არის პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

ალექსი ძულიაშვილი არის ღირსების ორდენის კავალერი.


ოჯახური მდგომარეობა:

ყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბეჭდვა