გიორგი ლილუაშვილი - „მერაბ კოსტავას საზოგადოება“
გიორგი ლილუაშვილი - „მერაბ კოსტავას საზოგადოება“
გიორგი ემზარის ძე ლილუაშვილი დაიბადა 1973 წლის 16 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში.

1979- 1990 წწ.-ში სწავლობდა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში.

1990-1992 წწ.-ში მუშაობდა ს/გ “საქკავშირმშენ პროექტში” მ.მ.კ2 მონტიორად.

1990-1993 წწ.-ში სწავლობდა ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ კოლეჯში დაუსწრებელ განყოფილებაზე, სპეციალობით – “ეკონომიკა და დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში”, ტექნიკ-ეკონომისტი.

1992-1996 წწ.-ში სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა - იურისტი.

1992-1993 წწ.-ში მუშაობდა ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ კოლეჯში ლაბორანტად.

1992 წლის 7 ნოემბრიდან 1993 წლის 14 მაისამდე მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში 21-ე ბრიგადის მოხალისეთა ბატალიონში, მოხალისედ (სან ინსტრუქტორად).

1993-2001 წწ.-ში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტზე, მიენიჭა ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია.

1993 წლიდან გაწვეული იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ სამხედრო ნაწილში “სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი”, სამხედრო წოდება “მსმენელი“.

1995-1996 წწ.-ში მუშაობდა რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოს მე-8 განყოფილებაში სანიტრად.

1998 წელს მუშაობა დაიწყო სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურ “ქველის” გამსვლელი ბრიგადის ექთნად, 1999-2004 წ. მუშაობდა გამსვლელი ბრიგადის მორიგე ექიმად.

2000 წლის ივლისიდან – 2000 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ს.ს. “ფეროს” მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და კარდიოლოგიურ განყოფილებებში ექიმის თანაშემწედ.

2000 წლის ივლისიდან – 2000 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწედ.

2000 წლის სექტემბრიდან არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად, ამავე აკადემიის ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორად, გაზეთ “ჟამი ერისას” ახალგაზრდულ საქმეთა რედაქტორად და “მომავლის აკადემიის” პრეზიდიუმის წევრად.

2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის ივნისამდე მუშაობდა შ.პ.ს. “მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწედ.

2001 წელს კომპიუტერულ ცენტრ “კამარა-კომპიუტერი"-ში გაიარა კომპიუტერის შემსწავლელი კურსი, შემდეგი პროგრამებით: 1. MS WINDOWS – 98, 2. MS WORD – 97, 3. MS EXCEL – 97, 4. INTERNET.

2001 წლის სამ აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N1615 მიენიჭა სამხედრო წოდება სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი. (ოფიცრის ბილეთი N006607)

2001 წლის ორი აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N2003 მიენიჭა სამხედრო წოდება სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი.

2001 წლის თოთხმეტი სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N2548 დაინიშნა მე-11 მექანიზირებული ბრიგადის (ს.ნ.N10143) საარტილერიო დივიზიონის (ს.ნ.N06325) საშტაბო და მომსახურების ბატარეის სამედიცინო პუნქტის უფროსად.

2002 წლის ივნისში მონაწილეობდა სწავლება “COOPERATIVE BEST EFFORT“-ში სწავლების სამედიცინო პუნქტის ქირურგად.

2002 წლის პირველი აგვისტოდან საქართველოს ეროვნული აკადემიის იურიდიული მომსახურების კომპლექსური ცენტრის დამოუკიდებელი სამხედრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად.

2002 წლის ოცი აგვისტოდან მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტაბო-სამეთაურო სწავლება “კახეთი 2002”-ში.

2003 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით საქრთველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩაირიცხა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “სამხედრო-სამედიცინო” ფაკულტეტის დარგობრივი დახელოვნების კურსებზე “სამხედრო საველე ქირურგიაში“ (N0009).

2003 წლის 26 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების სარდლობის მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის – 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის.

2003 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N2718 გადაეცა “სამშობლოს ერთგულების და თავდადების” მე-3 ხარისხის ნიშანი.

2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N3312 მიენიჭა მორიგი სამხედრო წოდება სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი.

2003 წლის 25 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N3638 დაინიშნა მე-11 მექანიზირებული ბრიგადის (ს.ნ.N10143) საარტილერიო დივიზიონის (ს.ნ.#06325) ექიმად.(სამედიცინო სამსახურის უფროსი)

2003 წლის 8 სექტემბრიდან 2003 წლის ოც სექტემბრამდე მონაწილეობდა საშტაბო-სამეთაურო და სამედიცინო სწავლება “RESCUER MEDCEUR 03“-ში.

2004 წლის 4 ოქტომბრიდან 2004 წლის ოცდაცხრა ნოემბრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N1/782 მიავლინეს დ. აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კურსებზე.

2004 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, აკადემიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. აგრეთვე კითხულობდა ლექციებს “საზოგადოების ეკოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლებს”.

2006 წლის 4 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს ეროვნული აკადემიის “მომავლის აკადემიის” კოორდინატორად, ამავდროულად ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშემწყობ სფეროს საკითხებში საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.

2006 წლიდან მუშაობდა N138 საჯარო სკოლაში პედაგოგად.

2006 წელს არჩეულია N138 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭის წევრად.

2006 წლიდან 2010 წლის ნოემბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის სამედიცინო სასწავლებელ “არგო”-ში ლექტორად.

2007 წელს გაიარა კომპიუტერული პროგრამა “LINUX”-ის და ვებ-გვერდების შესაქმნელი პროგრამების შესასწავლი კურსები.

2007 წელს მონაწილეობდა საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსში.

2007 წლიდან 2009 წლამდე შეთავსებით N138 საჯარო სკოლის იურისტი.

2007 წლიდან 2010 წლამდე სამედიცინო სასწავლებელ “არგოს” იურისტი.

2008 წლის ივნისიდან 2008 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პედაგოგთა და და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მოხალისედ იმყოფებოდა სოფ. ტყვიავსა და ქ. გორში.

2009 წელს განმეორებით არჩეული იქნა N138 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭის წევრად.

2009 წლიდან მუშაობა დაიწყო ს.ს.“ლომისი”-ის გაყიდვების დეპარტამენტი.

2010 წელს 27 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო თსუ-ს რექტორის არჩევნებში თსუ-ს რექტორობის კანდიდატად.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “მერაბ კოსტავას საზოგადოების” მიერ წარდგენილ იქნა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად.

2013 წელს შუალედურ არჩევნებში “მერაბ კოსტავას საზოგადოების” მიერ წარდგენილი იყო ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად.

2013 წელს წარდგენილი იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატად.

2014 წელს არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად.
ბეჭდვა