ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები
ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები

საარჩევნო პროგრამა

დაბადების თარიღი: 1986 წლის 28 ნოემბერი.

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი

უცხო ენები: გერმანული ენა, რუსული ენა

 

განათლება:

2001 წელი - დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა;

2001-2003 წწ. - სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან (თეუსი) არსებულ კოლეჯში;

2003-2007 წწ. - სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ), სამართლის ფაკულტეტზე, ბიზნესის სამართლის მიმართულებით (კვალიფიკაცია: იურისტ-ეკონომისტი);

2007 წელი - სწავლა გააგრძელა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურის მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

2005 წელი -სტუდენტური გამომცემლობის ,,საქართველოს მომავალი’’  კორესპოდენტი.

2005-2007 წწ. - სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე;

2006-2007 წწ. - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრი;

2006-2007 წწ. - ააიპ ,,ეროვნულ ღირებულებათა დაცვის ახალგაზრდული კავშირი’’-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2007-2008 წწ. - სსიპ  N 208-ე საჯარო სკოლის იურისტი, დირექტორის მრჩეველი ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში;

2007 -2009 წ. - ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სპეციალისტი (იურისტი);

2008 წელი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) N 7 ჩუღურეთის  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი;

2010 წელი - ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის აპარატის უფროსი;

2010-2012 წწ. - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

2012 წელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამმართველოს უფროსი;

2012 წელი - შპს ,,ქართული კაპიტალის მართვის ჯგუფი’’-ს დირექტორი;

2012 -2014 წწ. - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის’’ თავმჯდომარე;

2014 წელი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’-ს თავმჯდომარე.

 

მიღებული სერტიფიკატები:

  1. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
  2. თანასწორთა განმანათლებლის სერტიფიკატი;
  3. პოლიტიკური იდეოლოგიების წარმატებით გავლის სერტიფიკატი;
  4. 2007 წლის საერთაშორისო კონფერენციის (რატომ მინდა საქართველო გახდეს NATO - ს წევრი) გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ფულადი პრემია.

 

 

სპეციალური კურსები და სასწავლო-სამეცნიერო კურსები:

  • არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი თაობა, ახალი ინიციატივა’’-ს  (nGnl) მიერ ორგანიზებული სასემინარო კურსი არჩევნებთან მიმართებით;
  • კავკასიის საერთაშორისო მარკეტინგის ასოციაციის (CSMA) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNEFA) ერთობლივი სასწავლო პროექტი თანასწორთა განათლების მიზნით;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველო’’ და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის  (FNF) ეგიდით გამართული სასწავლო სემინარები ეკონომიკაში;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტემპუს-ტასის-ის სტრუქტურული და დამატებითი ღონისძიებების პროექტი : აკრედიტაციის სისტემის განვითარების წინაპირობები საქართველოში;
  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ორგანიზებული სასწავლო სემინარები და სალექციო კურსები პოლიტიკურ იდეოლოგიებთან მიმართებით, ეკონომიკაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებით;
  • იარლ ჰარლმასონის ფონდის (IHS) მიერ ორგანიზებული სემინარები შემდეგი მიმართულებით: პოლიტიკური იდეოლოგია, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის სირთულეები, თავისუფალი ვაჭრობა და გლობალიზაცია.

 

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’ - თავმჯდომარე

 

ირაკლი ღლონტს ჰყავს მეუღლე ქრისტინე ბესელია და ერთი ქალიშვილი.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31