დაიბადა 1954 წლის 24 ივნისს, ქართველი ლიტერატურადმცოდნის, პროფესორ ამბერკი გაჩეჩილაძისა და ექიმ თამარ წერეთლის ოჯახში.
გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.
საზოგადოებრივ_პოლიტიკური მოღვაწეობა:
1992 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრი;
1992_1995 და 1995_1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი;
1994_1995 წლებში იყო საქართველოს “ბუნებრივი წყლების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის” სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
1995 წლიდან 2007 წლამდე იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის თვმჯდომარე;
1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე;
2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი;
მოღვაწეობა საერთაშორისო დონეზე:
1991 წლიდან არის გეოქიმიის და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის, ბუნებრივი წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომისიის წევრი;
1993_1999 წლებში იყო შავი "ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასსაბლეის" წევრი;
1995 წლიდან არის ЮНЕСКО-ს ოკეანოგრაფიის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი:
2000 წელს შეყვანილია კემბრიჯის უნივერსიტეტის (ინგლისი) მსოფლიოს 2000 გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის” ენციკლოპაედიაში.
2006 წელს მისი ხელმძღვანელობით პარტიამ მოიპოვა დიდი საერთაშორისო აღიარება და საქართველოს მწვანეთა პარტიის სპიკერი სოფიო სახამბერიძე შეყვანილი იქნა ევროპის მწვანეთა პატიიის მართველ კომიტეტში.
სამეცნიერო მოღვაწეობა:
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი;
1976 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, გარემოს გაჭუჭყიანების მონიტორინგის ლაბორატორიის გამგედ, ეკოლოგიის განყოფილების გამგედ, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად;
1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1991 წელს ყოფილი სსრკ-ს, ჰიდროქიმიის სამეცნიერო-კვლევ ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
1994 წელს არჩეულია საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად;
1995 წელს არჩეულია საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად;
არის 61 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის მონოგრაფიების;
მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად აღიარებულია “საქართველოს გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძვლები” რომელიც საქართველოში გარემოსდაცვითი ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საპროგრამო დოკუმენტს წარმოადგენს.
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე – ცაგარეიშვილი რუსუდანი და ორი ქალიშვილი – თამარი და ნინო.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები