ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ასმათ ტყაბლაძე - "ლეიბორისტული პარტია"
ასმათ ტყაბლაძე - "ლეიბორისტული პარტია"
საარჩევნო პროგრამა

ასმათ ტყაბლაძე - საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი; უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "თემიდას" პრეზიდენტი.
დამთავრებული აქვს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. მანამდე - თბილისის პირველ მუსიკალური ტექნიკუმი, ფორტეპიანოს განხრით.

1970-დან 1996 წლამდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

შესრულებული აქვს ათეულობით კინო და თეატრალური როლი.

თეატრალური როლები, სპექტაკლებში:

,,ეზოში ავი ძაღლია,” ,,ისევ ვოდევილები,” ,,შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე,” „ხსოვნა გულისა“, „ნუ გეშინია დედა“, „თვალი პატიოსანი“ ,„ტაკიმასხარა“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „რეფორმატორი“, „მარადისობის კანონი“, ,,დარისპანის გასაჭირი”, ,,ნაცარქექია”, ,,თოვლის დედოფალი” და სხვ.

კინო როლები, ფილმებში:

,,დარჩი ჩემთან,” ,,აქ თენდება,” ,,ერთაწმინდა”, ,,თამაში,” ,,ნატვრის ხე”, "ნეილონის ნაძვის ხე", "ტურანდოტი", "დონ კიხოტი", "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" "კუჩხი ბედნიერი", "დახატული წრე", "აშუღ-ყარიბი" და სხვ.
ამჟამად დაკავებულია პოპულარულ ქართულ სერიალში: ,,ჩემი ცოლის დაქალები”

არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თემიდას’ დამფუძნებელი, რომელიც ადამიანის სოციალური უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.
დააფუძნა და წარმატებით ააწყო მცირე ბიზნესი. დასაქმებული ყავს ათობით ადამაინი.

ჰყავს დიდი ოჯახი, რომელიც შედგება მრავალი თაობის თბილისელებისგან: ძმის, დების, მათი შვილების, ქალიშვილის, სიძის და პატარა შვილიშვილისგან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31